LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სააკაშვილი მოწამლული იყო სხვადასხვა მეტალით.. ვერცხლისწყალი, დარიშხანი, ბარიუმი საკმაოდ სერიოზულ ტოქსიკურ ეფექტებს იწვევს – მას ისეთ დაწესებულებაში გადაყვანა სჭირდება, სადაც დეზინტოქსიკაციაა შესაძლებელი, ასეთი აშშ-ში გვაქვს: ამერიკელი ექსპერტ-ტოქსიკოლოგი

196
ამერიკელი ექსპერტი მიშაზე

„სამედიცინო ჩანაწერებისა და ლაბორატორიული ტესტების თანახმად დადგინდა, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია ვერცხლისწყლით, დარიშხანით და ბარიუმით, რომლებიც სერიოზულ ტოქსიკურ ეფექტებს იწვევს“, – ამის შესახებ ამერიკელი ექსპერტ-ტოქსიკოლოგმა, დეივიდ სმიტმა განაცხადა.

როგორც ექსპერტმა თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში მიცემულ ჩვენებაში განმარტა, ყოფილი პრეზიდენტის სამედიცინო მდგომარეობა სერიოზულად მძიმეა. სმიტმა აღნიშნა, მან სამედიცინო ჩანაწერ

„ასევე, გაფართოებული სამედიცინო ჩანაწერები და 170-გვერდიანი დასკვნა. ჩემით აზრით, ის მოწამლული სხვადასხვა მეტალით იყო. მათ შორის არის ვერცხლისწყალი, დარიშხანი და ბარიუმი, რომლებიც იწვევს საკმაოდ სერიოზულ ტოქსიკურ ეფექტებს.

მელია პრეზიდენტზე: არის საკითხები, როდესაც შეიძლება ბოლომდე გულახდილი ვერ ვიყო, თუმცა, ვადასტურებ, რომ მას შევხვდი

„როდესაც ისტორიული არჩევანი დგას ჩვენს წინაშე, როგორ არ უნდა გვქონდეს იმედი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნების.“ – განაცხადა ნიკა მელიამ. 

ამ ტიპის მძიმე მეტალები გარკვეული პერიოდის შემდეგ გამოიყოფა სხეულიდან, სხეულიდან გამოყოფის პროცესში ისინი წამლავენ სხეულში სხვადასხვა ორგანოებს. ამის შედეგად მან განიცადა თავის ტვინის სერიოზული დაზიანება. აღსანიშნავია, განსაკუთრებული ადგილი, რომელიც თავის ტვინში იყო თეთრი ნივთიერება, ანუ თავის ტვინის აღმასრულებელი რგოლი, რომელმაც მიგვიყვანა სერიოზულ და პროგრესირებად დემენციამდე.

მას აქვს პერიფერიული ნევროპათია, რაც წარმოადგენს ნერვების დაზიანებას თავის ტვინის გარეთ და ასევე, ადგილი აქვს კუნთების განლევას. ასევე, მას გააჩნია დაზიანებები საჭმლის მომნელებელ სისტემაში, ანუ გასტრო-ინტესტინურ ტრაქტში, რაც გასტრიტს იწვევს, რაც მუდმივ დიარეას იწვევს და შესაბამისად, კახექსიას და წონის მკვეთრ დაკლებას.

წლები გადის, ქართული საზოგადოება კი კვლავ გაოგნებული უყურებს სააკაშვილის ქართველი მეგობრებისა და უცხოელი მფარველების შეთანხმებულ ქმედებებს: შალვა პაპუაშვილი

მას გააჩნია დაზიანებები ღვიძლში და სხვა სასიცოცხლო ორგანოებში ისეთი, როგორიც არის გული და თირკმელი. მძიმე მეტალებით მოწამვლა აზიანებს პრაქტიკულად ყველა ორგანოს ადამიანის სხეულში. შესაბამისად, მისი სამედიცინო მდგომარეობა არის სერიოზული.“– განაცხადა დეივიდ სმიტმა.

ამასთან, როგორც მანვე აღნიშნა, ექსპრეზიდენტს ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა სჭირდება, სადაც შესაძლებელი იქნება მძიმე მეტალებთან და წამლებთან დაკავშირებული დეზინტოქსიკაცია. ამერიკელმა ექსპერტმა იქვე დაამატა, რომ ასეთი დაწესებულება ამერიკის შეერთებულ შტატებშია.

გიორგი სააკაშვილი: ძალიან გამიხარდება, თუ მოქმედი პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მესამე პრეზიდენტს ცხოვრების უფლება მისცეს

დასმულ კითხვაზე კი, არის თუ არა სააკაშვილის დაავადებების მიმდინარეობის დინამიკა მკვეთრად უარყოფითი და არსებობს თუ არა ინვალიდობის ან სიკვდილის რისკი, ექსპერტმა ასე უპასუხა:

„გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში არ არის ისეთი დაწესებულება, რომელშიც შესაძლებელია სპეციალიზებული მკურნალობა მძიმე მეტალების ინტოქსიკაციის დროს, შესაბამისად, ის გადაყვანილი უნდა იქნეს ამ კვალიფიკაციის სამედიცინო დაწესებულებაში, შეერთებულ შტატებში ჩვენ ასეთი დაწესებულება გვაქვს“, – განაცხადა დეივიდ სმიტმა.

გარდა ამისა, ექსპერტმა ასევე დადებითად უპასუხა შეკითხვას, ემუქრება თუ არა სააკაშვილს სიკვდილის გარდაუვალი რისკი საქართველოში მკურნალობის ხელმიუწვდომლობის გამო.

„მას არ მიუღია შესაბამისი მკურნალობა მძიმე მეტალებთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს სპეციფიკურ თერაპიას, ეს ეხება მძიმე მეტალების გამოტანის მექანიზმს. ასევე დეტოქსიკაცია არ ჩატარებულა იმ წამლებთან დაკავშირებით, რომელიც არსებული სიმპტომების ნიველირებისთვის მიეცემოდა“, – განაცხადა დეივიდ სმიტმა.

რაც შეეხება თავად ექსპერტის იმ განცხადებას, რომლის თანახმადაც სააკაშვილი სხვადასხვა მეტალებითაა მოწამლული, სმიტმა განმარტა, რომ აღნიშნული ნივთიერებები სამედიცინო მკურნალობისთვის არ გამოიყენება.

„ისინი არ შეიძლება იყოს ინდიკატორი რომელიმე სამედიცინო მეთოდის მკურნალობის, რამე თუ ისინი ძალიან ტოქსიკურია. ეს მეტალები ამძიმებენ ჯანმრთელობის მდგომარეობას და ასევე, საქმე გვაქვს მიზეზობრივ კავშირთან – ამ მეტალებს კავშირი აქვთ პაციენტის დაავადებებთან.“ – განაცხადა დეივიდ სმიტმა.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, ექსპრეზიდენტი პროცესს ვერ ესწრება. მან „უარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თქვა.“

„ადმინისტრაციასთან ვიღაც საეჭვო ხალხი რომ მივიდა და მოკალი, მოკალი, ეძახიან, რა პრეტენზია უნდა გვქონდეს საერთოდ ცივილიზაციაზე“: გიული ალასანია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები