„ვიღაც საეჭვო ხალხი რომ მივიდა და მოკალი, მოკალი, ეძახიან, რას ვგავართ, რა პრეტენზია უნდა გვქონდეს საერთოდ ან ცივილიზაციაზე, ან რამეზე“, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედთთან“განაცხადა, სადაც მან ექსპრეზიდენტი მოინახულა და თქვა, ის ის პალატაში სპეციალური ეკიპირებით შეუშვეს.
როგორც ალასანია ამბობს, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ისევ მძიმეა. ის გუშინ პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეების მიერ გამართულ აქციასაც გამოეხმაურა:
„ჩაცმულები, დაცულები, პირბადით, ხალათით და ყველაფერი რაც საჭიროა. საერთოდ გაოგნებული ვარ ამ დამოკიდებულებით, პრეზიდენტის მიმართ, რა იყო ეს, რა აქცია მოაწყვეს იქ ვერ გავიგე, სახელმწიფოს აქვს სიმბოლოები, ერთ-ერთი სიმბოლო არის პრეზიდენტი, ძალიან ხელშეუხებელია.
ალასანია: სალომე ზურაბიშვილის არც ერთი განცხადება არ მომეწონა, სააკაშვილი დაცემული არ არის
„დასავლეთიდან არის ქალატონი, იქ არის გაზრდილი და რა ვიცი, რა გითხრათ. დავიღალე ამ მოლოდინებით, მე ველოდები შედეგს“.
რა მოაწყვეს იქ ვერ გავიგე, რაღაც ბიბლიური სიუჟეტი იყო პირდაპირ, რომელ საუკუნეში ვცხოვრობთ, ვიღაც საეჭვო ხალხი რომ მივიდა და მოკალი, მოკალი, ეძახიან, რას ვგავართ, რა პრეტენზია უნდა გვქონდეს საერთოდ ან ცივილიზაციაზე, ან რამეზე“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, ექსპრეზიდენტი პროცესს ვერ ესწრება. მან „უარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თქვა.“