LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელია პრეზიდენტზე: არის საკითხები, როდესაც შეიძლება ბოლომდე გულახდილი ვერ ვიყო, თუმცა, ვადასტურებ, რომ მას შევხვდი

185
ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ის პრეზიდენტს შეხვდა და იმედი აქვს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს. როგორც ნიკა მელიამ საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, ქვეყანა ახლა ისტორიული არჩევანის წინაშე დგას. 

ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვაზე, შეხვდა თუ არა ბოლო ორი თვის განმავლობაში პრეზიდენტს, რამდენჯერ და იყო თუ არა, მთავარი განსახილველი საკითხი ექსპრეზიდენტის შეწყალება, მელიამ ასე უპასუხა:

„არის საკითხები, როდესაც შეიძლება ბოლომდე გულახდილი ვერ ვიყო, თუმცა, ვადასტურებ, რომ მას შევხვდი… როდესაც ჩვენს წინაშე ისტორიული არჩევანი დგას, როგორ არ უნდა გვქონდეს იმედი, ზურაბიშვილის მხრიდან სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნების.

„როდესაც ეს ისტორიული არჩევანი დგას ჩვენს წინაშე, როგორ არ უნდა გვქონდეს იმედი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნების.

არა მგონია სალომე ზურაბიშვილი ვინმესთან საუბრობდეს, რას აპირებს ის. რაც შეეხება მასზე ზეწოლას, რა გასაკვირია, რომ ქალბატონ ზურაბიშვილზე ხორციელდება ზეწოლა, მაშინ როდესაც მესამე პრეზიდენტი ციხეში ჰყავთ გამოკეტილი, ახლა კლინიკა „ვივამედში“და მასზე ფიზიკურ ზეწოლას ახორციელებენ“, – აღნიშნა მელიამ.

მისივე თქმით, მას ყოველთვის აქვს იმედი და შემართება, რაც პოლიტიკაში აკავებს და აპირებს, ამ საქმეს გააგრძელებს მანამ, სანამ მაქვს შესაბამისი ენერგია ექნება.

წლები გადის, ქართული საზოგადოება კი კვლავ გაოგნებული უყურებს სააკაშვილის ქართველი მეგობრებისა და უცხოელი მფარველების შეთანხმებულ ქმედებებს: შალვა პაპუაშვილი

ვიდეო: “თუ გულწრფელად იყავი გირგვლიანის წამების წინააღმდეგი, როგორ შეიძლება იმის მომხრე იყო, რომ სააკაშვილს იმავეს უკეთებდნენ” – მარგველაშვილი

„ვფიქრობ, რომ ქვეყანა განვითარდეს ევროპული კურსით და მოკრძალებული წვლილი მეც შევიტანო როგორც ერთმა მოქალაქემ. ბუნებრივია, როცა ეს წადილი გაქვს და ეს ისტორიული არჩევანი დგას ჩვენს წინაშე, როგორ არ უნდა გქონდეს იმედი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, მიხეილ სააკაშვილისთვის სიცოცხლის შენარჩუნების.“ – დასძინა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, ექსპრეზიდენტი პროცესს ვერ ესწრება. მან  „უარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თქვა.“

სალომე ზურაბიშვილის ვრცელი განმარტებები წარმოშობს ეჭვებს, რომ მიხეილ სააკაშვილი იქნება შეწყალებული: გია ვოლსკი

ვიდეო: “ვერ ბედავს შეწყალებაზე გადაწყვეტილების მიღებას, ვერც ასე, ვერც ისე” – მდინარაძე ზურაბიშვილზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g