მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბელარუსის პრეზიდენტთან ალექსანდრე ლუკაშენკოსთან საიდუმლო შეხვედრები ჰქონდა. ამის შესახებ მან დღეს მიმდინარე პროცესზე ისაუბრა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, ის ბელარუსის პრეზიდენტს საიდუმლოდ ლონდონში ოთხჯერ შეხვდა, რის გამოც, მისივე თქმით, ბელარუსს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები აქამდე არ უღიარებია.
„მე სამჯერ თუ ოთხჯერ ვიყავი ლონდონში. სამჯერ თუ ოთხჯერ მომიხდა და რომ ნახოთ ეს ფურცლები, რომლებიც ამათ გამოამზეურეს… რომლებიც უნდა ყოფილიყო საიდუმლო, რადგან, როდესაც შენ ომში ხარ და ახორციელებ საიდუმლო მისიებს და მე ვახორციელებდი საიდუმლო მისიას, შენი გადაადგილება არ უნდა იყოს გამომზეურებული, როგორც საცვალი.
მაგრამ ვინაიდან გუშინწინ ლუკაშენკომ უკვე თქვა, პუტინი თუ მეტყვის ვაღიარებ ტერიტორიებსო და ესეც ამათი უუნარო პოლიტიკის შედეგია, ვიტყვი, მე მართლაც ოთხჯერ ვიყავი ლონდონში.
რომ ნახოთ ფურცლებზე, უბრალოდ სასტუმროში ვიყავი. ოთხჯერ ლონდონში – დავჯექი თვითმფრინავზე, გადავფრინდი და ოთხჯერ მქონდა საიდუმლო შეხვედრა ლუკაშენკასთან. პირველად ვამბობ ამას. ეს იყო საიდუმლო დიპლომატია“, – განაცხადა სააკაშვილმა.
დღეს ექსპრეზიდენტის სასამართლო პროცესი ე.წ. პიჯაკების საქმეზე ხმაურის ფონზე დაიწყო. ექსპრეზიდენტს თანამდებობის გამოყენებით სახელმწიფო ქონების გაფლანგვას ედავებიან.
სხდომაზე მოწმის სახით მისული იყო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე, რომელმაც ჩვენების მიცემაზე უარი თქვა.
ვრცლად:
ასევე იხილეთ:
გინდა დახურეთ, გინდა მოხურეთ სხდომა – ხმაური სააკაშვილის სასამართლო პროცესზე
გვარამია პროკურორს: “დაჯექი, მაგ ფეხზე ადგომების გამო, რომ გაქვს ეს ქონება, ახლა დაჯექი”
ვიდეო: მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე უკრაინის სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა