LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სააკაშვილი პროცესს ვერ დაესწრება” – რა შუამდგომლობას დააყენებს ადვოკატი

99
mikheil-saakashvili-1-750x375

მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობამ არ მისცა შესაძლებლობა დასწრებოდა დღევანდელ სასამართლო პროცესს და მიემართა საზოგადოებისთვის – ამის შესახებ  მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესვლამდე განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე წარდგენილი იქნება რამდენიმე შუამდგომლობა, მათ შორის, იმ მტკიცებულებების დართვის შესახებ, რაზეც სახალხო დამცველის ექსპერტთა კონსილიუმმა და ცენტრ „ემპათიამ“ იმსჯელა.

“ჯანმრთელობის მდგომარეობამ მას არ მისცა შესაძლებლობა დასწრებოდა სასამართლო პროცესს და მიემართა საზოგადოებისთვის. ჩვენ ვხედავდით წინა პროცესებზე როგორი ვრცელი სიტყვით მიმართავდა ის საზოგადოებას. რაც შეეხება მომდევნო პროცესებს ბუნებრივია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა იყოს პრიორიტეტი იმიტომ, რომ აუცილებელია მისი რეაბილიტაცია წავიდეს ჯანსაღად“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ცნობისთვის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g