მიხეილ სააკაშვილმა იმ მოქალაქეებს ჩააკითხა ადგილზე, რომლებსაც ტრასაზე დიდი თოვლის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ. ოდესის გუბერნატორიმათ ცხელი ჩაითა და წიწიბურით გაუმასპინძლდა.
„იმის გამო, რომ უკრაინის ავტობანი მთლიანად დანგრეულია, ქვეყანაში კი რ არის საკმარისი ტექნიკა გზების გასაწმენდად, ხალხი იძულებულია, უამრავი საათი ელოდოს ერთეულ ტექნიკას, რომ თოვლის ტყვეობიდან გათავისუფლდეს. ჩვენ კი არაფერი შეგვიძლია იმის გარდა, რომ გავამხნევოთ თბილი სიტყვებით და ცხელი ჩაით. არ გვაქვს თოვლის საწმენდი ტექნიკა იმავე მიზეზით, რის გამოც არ გვაქვს კარგი გზები. ეს მიზეზია ქვეყნის მრავალწლიანი ძარცვა,“ – განაცხადა სააკაშვილმა.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/videos/1106473026049744/?theater” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]
