უკრიანის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტი რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშნა. ოფიციალურმა თბილისმა უკვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ.
სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა მიხეილ სააკაშვილის მოადგილის დანიშვნასაც. სააკაშვილის მოადგილედ დაინიშნა ალექსანდრე ოლშანსკი. ის 1969 წელს დაბადებული უკრაინელი მეწარმეა, რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საინფორმაციო ტექნოლოგიები, არის ინტერნეტ-ჰოლდინგ Internet Invest Group-ის პრეზიდენტი, ფლობს ინტერნეტ-კომპანიებს Imena.ua და Mirohost-ს.
ზელენსკის თქმით, უკრაინასა და საქართველოს შესანიშნავი ურთიერთობები აქვთ და ამიტომაც კიევი თბილისიდან თავისი ელჩის გაწვევას არ აპირებს.
სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის გამო, უკრაინაში საქართველოს ელჩს თბილისში უხმობენ
"ეს გახლავთ დიპლომატიურ პრაქტიკაში მიღებული ნაბიჯი, რომელიც მიანიშნებს ურთიერთობებში გარკვეულ პრობლემებზე" - დავით ზალკალიანი.
„ვფიქრობ, რომ ეს ქართული მხარის შეცდომაა. კონსულტაციების შემდეგ ყველა მხარე მიხვდება, რომ ნებისმიერი ქვეყნის საკადრო პოლიტიკა ეხება მხოლოდ იმ ქვეყანას და იმ ხალხს, რომელიც იქ ცხოვრობს. ვინმე რომ არ განაწყენდეს, ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი პოლიტიკაა. ბატონი სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მე უკრაინის პრეზიდენტი ვარ, რომელმაც ის დანიშნა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად 7 მაისს დაინიშნა.