LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის პატიმრობა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, გათავისუფლებაც იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც ხალხი მიაღებინებს, იქნება ეს პრეზიდენტი თუ სხვა საშუალება: ადვოკატი

92
ბასილაია-ბექა

“რამდენადაც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, მისი გათავისუფლებაც იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც ქართველი ხალხი მიაღებინებს, იქნება ეს პრეზიდენტი თუ სხვა საშუალებით მოხდება.” – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის ერთ-ერთმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ პენიტენციურ დაწესებულებაში სააკაშვილის მონახულების შემდეგ ისაუბრა.

როგორც ბასილაიამ განაცხადა, თუ აღნიშნულ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი მიიღებს, ეს იქნება ეფექტიანი გზა, ქვეყანაში პოლიტიკურ მართლმსაჯულებას წერტილი დაესვას:

“მიხეილ სააკშვილის მიმართ მართლმსაჯულება არ ხორციელდება. ჩვენ გვესმის, რომ სამართლიან სასამართლოზე საუბარი ზედმეტია. ადგილი აქვს პოლიტიკური ოპონენტის დევნის და შევიწროების ფაქტებს, რაც ღარიბაშვილის განცხადებით პირდაპირ დადასტურდა.

აქედან გამომდინარე, რამდენადაც მისი პატიმრობა არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, მისი გათავისუფლებაც იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც ქართველი ხალხი მიაღებინებს, იქნება ეს პრეზიდენტი თუ სხვა საშუალებით მოხდება. თუ პრეზიდენტი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ეს არის ყველაზე მოკლე და ეფექტიანი გზა, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკურ მართლმსაჯულებას წერტილი დაესვას.” – თქვა ადვოკატმა.

ბასილაიას თქმითვე, გუშინდელი საერთო სახალხო პროტესტის ფონზე ნათლად ჩანს, რომ საზოგადოება არ შეეგუება სააკაშვილის პოლიტიკურ მძევლობაში ყოფნას არ შეეგუება და ყოველდღე სხვადასხვა ლოკაციაზე, სხვადასხვა ფორმით უნდა გაჩნდეს საპროტესტო კერები იმისთვის, რომ სააკაშვილი თავისუფალი იყოს:

“ცოტა ხნის წინ გავრცელდა სააკაშვილის მიმართვა და მასთან შეხვედრისას ვისაუბრეთ ამ საკითხზე. გუშინდელი საერთო სახალხო პროტესტის ფონზე ნათლად ჩანს, რომ საზოგადოება არ შეეგუება სააკაშვილის პოლიტიკურ მძევლობაში ყოფნას. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ ის პროტესტი, რაც ხალხში არის დაგროვილი, ყოველდღიურ ფორმაში მოძრაობაში მოვიდეს.

ყოველდღე სხვადასხვა ლოკაციაზე, სხვადასხვა ფორმით უნდა გაჩნდეს საპროტესტო კერები, სწორედ იმისთვის, რომ სააკაშვილი იყოს თავისუფალი, სწორედ იმისთვის, რომ მეორე ტურს შეხვდეს ოპოზიცია ძლიერ საბრძოლო განწყობაზე და მეორე ტურის დროს საბოლოო გამარჯვების გაფორმება მოხდეს.” – განაცხადა ბასილაიამ.

მან სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მორალურად ძალიან მხნედ და შემართებით არის, ფიზიკური თვალსაზრისით კი, შიმშილობის ორი კვირის თავზე უკვე გამოხატულია ისეთი სიმპტომები, რასაც სახარბიელოს ვერ უწოდებს:

“მორალურად მიშა არის ძალიან მხნედ და შემართებით, როგორც სჩვევია. ფიზიკური თვალსაზრისით კი, ყველას ძალიან კარგად გვესმის, შიმშილობის ორი კვირის თავზე უკვე გამოხატულია ისეთი სიმპტომები, რასაც ნამდვილად სახარბიელოდ ვერ დავახასიათებ. ექიმის ვიზიტს დიდი ხანია ვითხოვთ, პირად ექიმს ამ დრომდე არ აძლევდნენ შესვლის საშუალებას, რაღაც ბიუროკრატიული, სრულიად აბსურდული მიზეზები მოჰქონდა და დღეს ეს მიზეზები აღმოფხვრილია.” – განაცხადა ადვოკატმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g