LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის პროცესის პარალელურად სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს

73
აქცია 1

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში აქციას მართავს.

სასამართლოს ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულია ეკრანი, რათა სააკაშვილის მხარდამჭერებმა თვალი ადევნონ სასამართლო პროცესს. სასამართლომ საზოგადოებრივ მაუწყებელს მისცა უფლება, პირდაპირი სიგნალი პროცესიდან გაუზიაროს სხვა მედიასაშუალებებსაც.

ადგილზე სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები არიან მობილიზებული.

შეგახსენებთ, თანხების გაფლანგვის საქმეზე, რომელზეც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია ბრალდებული, სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

თავს მშვენივრად ვგრძნობ – სააკაშვილი მოსამართლეს

სააკაშვილის დღევანდელი პროცესი ელიტური კორუფციის არნახულ მასშტაბებს ეხება, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ამ პროცესის მნიშვნელობა დაამციროს: შალვა პაპუაშვილი

სააკაშვილი ამ პროცესებზე მოდის იმიტომ, რომ საზოგადოებას განუმარტოს დეტალურად ყველა ის პუნქტი, რომელსაც მას ბიძინა ივანიშვილის სასამართლო ედავება: ზაალ უდუმაშვილი

მიშას ეუბნებიან, რომ 9 წლის მანძილზე 9 მილიონი ლარით აზარალა ბიუჯეტი, მაშინ როცა ენერგეტიკის სამინისტრომ, კალაძის მინისტრობის დროს, ქვეყანა აზარალა 80 მილიონი დოლარით: ნანუკა ჟორჟოლიანი

გიული ალასანია: ძალიან სასაცილო საქმეა, კაჩინსკის ყვავილები, ვაცლავ ჰაველისთვის, ასეთ რაღაცებზეა მიშას მიმართ საქმე აღძრული

გიორგი ჩალაძემ საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პიჯაკი მიიტანა

mazda magti 5g