LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის სადმე გადაყვანის საჭიროება არ არსებობს, ტყუილების კასკადის შემდეგ გამომზეურდა, რომ აბსოლუტურად შეგნებულად ატყუებდნენ საზოგადოებას: მიხეილ სარჯველაძე

452
მიხეილ-სარჯველაძე

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ სააკაშვილის სადმე გადაყვანის საჭიროება არ არსებობს, რადგან რამდენიმე დღიანი ტყუილების კასკადის შემდეგ გამომზეურდა, რომ აბსოლუტურად შეგნებულად ატყუებდნენ საზოგადოებას.

სარჯველაძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახურის მიერ კადრების გასაჯაროვება დარღვევას არ წარმოადგენს.

მდგომარეობა კრიტიკულზე კრიტიკული გახდება, შეიძლება რამდენიმე საათშიც… ვთხოვ კონსილიუმის წევრებს, შევხვდეთ სასწრაფოდ… საუბარია სიცოცხლის გადარჩენაზე: ნიკოლოზ ყიფშიძე

„ექიმის ინიციატივით იყო შეთავაზებული თითო ჭიქა ლიმონათი, რათა დაედგინათ პაციენტის საინსულინო აპარატის რეაქცია მიღებულ გლუკოზაზე“ – ლალი ჯავაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

„წამოყენებული იყო ულტიმატუმი, რომ მიუხედავად იმისა, სჭირდება თუ არა, პენიტენციურ სამსახურს თავად შეუძლია თუ არა საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო მომსახურების მიწოდება, უნდა გადაიყვანოსო სააკაშვილი კერძო სამედიცინო კლინიკაში. საზოგადოებამ განსაჯოს, რამდენად საფუძვლიანია ასეთი ულტუმიტამებით საუბარი. ასეთ ულტუმატუმებზე წამოგებას რომ არავინ აპირებს, ესეც ცხადი უნდა იყოს. მგონი, თვითონ ამ ულტუმატუმის ავტორებიც ცდილობენ, მეტი დაძაბულობა შემატონ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მიუხედავად იმისა, სამართლიანია მათი მოთხოვნა, თუ არა. ნამდვილად რომ არ არსებობს არანაირი საჭიროება ბატონი სააკაშვილის სადმე გადაყვანისა, მემგონი, ეს ნათელი და ცხადია, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღიანი ტყუილების კასკადის შემდეგ გამომზეურდა, რომ აბსოლუტურად შეგნებულად ეს ადამიანები ატყუებდნენ საზოგადოებას. ამ ფონზე კიდევ რამდენად შეიძლება, სანდო იყოს რომელიმე სიტყვა, რომელსაც ვისმენთ ოპოზიციის მხრიდან.

კადრების გასაჯაროვება არ მგონია, რომ დარღვევას წარმოადგენდა. არსებობს მოვლენა, რომელზეც საზოგადოების დაძაბვას, საზოგადოების მოტყუებას ცდილობდნენ ოპოზოციონერი ლიდერები. ბევრი მათგანი ცდილობდა, საზოგადოება შეეყვანა შეცდომაში, რომ აი, არავითარი საკვები არ მიუღია ბატონ სააკაშვილს, რომ მისი მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე და თითქოს იუსტიციის სამინისტრო ჯიუტად ეწინააღმდეგება მის მკურნალობას. ამის საწინააღმდეგოდ ითქვა სიმართლე, ახლა საუბარი იმაზე, რომ ეს უკანონო იყო, გამოდის, რომ მაშინ მათი პრეტენზიაა, რატონ ბოლომდე არ მიეცათ შესაძლებლობა, საზოგადოება ტყუილით ბოლომდე ეკვებათ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სიცრუეა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში განგაშია და ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა: პენიტენციური სამსახური

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები