LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიცრუეა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში განგაშია და ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა: პენიტენციური სამსახური

358
პენიტენციური სამსახური

„სიცრუეა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში განგაშია და ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც მასთან კლინიკა „ვივამედის“ ექიმები შევიდნენ“, – ამის შესახებ განცხადებას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

ისინი ასევე განმარტავენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური და ის მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

მდგომარეობა კრიტიკულზე კრიტიკული გახდება, შეიძლება რამდენიმე საათშიც… ვთხოვ კონსილიუმის წევრებს, შევხვდეთ სასწრაფოდ… საუბარია სიცოცხლის გადარჩენაზე: ნიკოლოზ ყიფშიძე

„ინფორმაციისთვის: 5 ნოემბერს ჩატარებულ კონსილიუმზე, რომლის შემადგენლობაში იყო რეანიმატოლოგი და ნევროლოგი, მათ შორის, სააკაშვილის პირადი ექიმიც, პატიმარმა დააფიქსირა ჩივილები – თვალის ტკივილი და სურდო. ამის გათვალისწინებით, გაიცა რეკომენდაცია, რომ მიხეილ სააკაშვილთან ოფთალმოლოგი და ოტორინოლარინგოლოგი შესულიყო.

პრევენციის მიზნით კონსილიუმმა დაგეგმა კარდიოლოგის კონსულტაციაც, რომელიც უახლოეს პერიოდში განხორციელდება.

ორივე ექიმ-სპეციალისტის თქმით, ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილს რაიმე მწვავე პათოლოგია არ გამოვლენია.

მიხეილ სააკაშვილს, მისი თანხმობის საფუძველზე, დაწესებულებაში ჩაუტარდა კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევებიც, რომელთა პასუხები ამ ეტაპზე არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ექიმის ინიციატივით იყო შეთავაზებული თითო ჭიქა ლიმონათი, რათა დაედგინათ პაციენტის საინსულინო აპარატის რეაქცია მიღებულ გლუკოზაზე“ – ლალი ჯავაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები