LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის სასიცოცხლო რესურსი ყოველდღიურად იწურება, ამ თაობის ისტორიული ამოცანაა, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ დაცული იყოს მისი უსაფრთხოება: მანჯგალაძე

89
1

ოპოზიციონერი დეპუტატი, პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ შიმშილობის გამო, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო რესურსი ყოველდღიურად იწურება.

როგორც მანჯგალაძე აღნიშნავს, აუცილებელია, ხელისუფლება აიძულონ, გადადგას გონივრული ნაბიჯები:

“სიცოცხლესთან თამაში არ არის ის, რაც დღეს საქართველოს სჭირდება და ხელისუფლებას ვურჩევ, რეალობა გაითვალისწინოს, რადგან მესამე პრეზიდენტი 25-ე დღეა, შიმშილობს და მისი სასიცოცხლო რესურსი ყოველდღიურად იწურება.

ასეთ ვითარებაში არ გვაქვს უფლება, საპატიმროში მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე დასრულდეს. ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ, გონივრული ნაბიჯები გადადგას. ზეპარტიული საკითხია, რომ პრეზიდენტები საქართველოში სიცოცხლეს ტრაგიკულად არ ასრულებდნენ. ამ თაობის ისტორიული ამოცანაა, ყველამ ყველაფერი გავაკეთოთ, რომ დაცული და უზრუნველყოფილი იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.” – აცხადებს მანჯგალაძე.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში 25-ე დღეა შიმშილობს.

magti 5g