LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილს, მერაბიშვილს და სხვებს გელაშვილისთვის 215 ათასი ლარის გადახდა დაეკისრათ

298
hqdefault

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, ყოფილ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს, შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსან ერეკლე კოდუას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს ვალერი გელაშვილისთვის მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.

როგორც გელაშვილის ადვოკატი კახა კოჟორიძე აცხადებს, ამ პირებსა და უწყებებს, დაახლოებით, 215 000 ლარის სოლიდარულად გადახდა დაეკისრათ:

“სრულად დაკმაყოფილდა ჩვენი მოთხოვნა მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 100 000 ლარის დაკისრების შესახებ, რაც ქართული სასამართლო პრაქტიკისთვის საკმაოდ იშვიათია.

ჩვენი სარჩელი უკავშირდებოდა 2005 წელს ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტს”, – წერს კოჟორიძე facebook გვერდზე.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=2784434138249981&set=a.101795813180507&type=3&theater

საქმე ეხება 2005 წლის 14 ივლისს, დაახლოებით 13:00 საათზე, თბილისში შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტისა და სპეციალური დანიშნულების რაზმის შეიარაღებული მებრძოლების მიერ მირცხულავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალერი გელაშვილსა და მის თანხმლებ პირებზე თავდასხმის ფაქტს.

სააკაშვილს გელაშვილის საქმეზე 2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, თუმცა ამინისტიის შესახებ კანონით, დანიშნული სასჯელი 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით შეუმცირდა.

ამავე საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს მერაბიშვილსა და კოდუას.

mazda magti 5g