LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილს შიმშილობა არ შეუწყვიტავს, მას აქვს ანემია და რამდენიმე დღეში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება: ნიკოლოზ ყიფშიძე

505
ნიკოლოზ ყიფშიძე

რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ „მიხეილ სააკაშვილს შიმშილობა არ შეუწყვიტავს, მას აქვს ანემია და რამდენიმე დღეში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება“.

მისივე განმარტებით, ამ დროისთვის სააკაშვილი მხნედ არის და თავს კარგად გრძნობს.

დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება, მათ შორის თაფლის და ასევე, ნატურალური წვენის: პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი

ძალიან ნერვიულობდა ბათუმის ამბებზე. განაგრძობს შიმშილობას და მითხრა, არ დავამთავრებო. გეფიცებით ყველაფერს…  გარეგნულად არაფერი ეტყობა, ძლიერადაა, მოტივირებულია. რომ ნახოთ, ვერც შეატყობთ რომ შიმშილობს ადამიანი. მშრალ შიმშილობაზე არასდროს ყოფილა ბატონი პრეზიდენტი, წყალს იღებს. წონაში დაკლებულია. პრობლემა არის შიმშილი. აქვს ანემია… მედიკამენტები ჯერ არ სჭირდება, ჩემი გამოთვლებით, შემდეგ კვირას დასჭირდება ნამდვილად მკურნალობა… ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება… – ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g