ახალ წლამდე ცოტა ხნით ადრე საახალწლო განწყობის შექმნის საუკეთესო საშუალება მუსიკაა. სიმღერები, რომელთა მოსმენას ყოველთვის მოაქვს განსაკუთრებული საშობაო ემოცია. მათ შორის კი არის ისეთი ჰიტები, რომლებმაც დროის გამოცდას გაუძლო და დღემდე ყველაზე გაყიდვად საახალწლო მელოდიებად რჩება. გთავაზობთ „ბილბორდის“ პოპულარული ჩარტების მიხედვით შედგენილი საუკეთესო საახალწლო სიმღერების 10-ეულს.
მერაია ქერის პირველი და ყველაზე პოპულარული საშობაო ალბომი სახელწოდებით All I Want For Christmas Is You. ამავე სახელწოდების სიმღერა დღემდე ყველა დროის საუკეთესო საახალწლო სიმღერების რეიტინგს ლიდერობს. ამ ალბომშია ისეთი პოპულარული ჰიტები, როგორიცაა Silent Night, Santa Claus Is Comin’ to Town და Silent Night. ალბომი 1994 წელს გამოვიდა.
ეს პოპულარული სიმღერა ჯეიმს ლორდ პიერპონტმა 1857 წელს დაწერა. მისი მეორენაირი სახელწოდება გახლავთ One Horse Open Sleigh, ხოლო ყველაზე პოპულარული შემსრულებელი სწორედ ამერიკელი ქანთრი-შემსრულებელი ბობი ჰელმსია.
ლეონარდ კოენის ეს ულამაზესი სიმღერა 1984 წელს გამოვიდა. შექმნიდან დღემდე სიმღერა უამრავი ფილმის საუნდტრეკი გახდა და არაერთხელ შესრულდა სხვადასხვა მუსიკოსების მიერ. „ბილბორდის“ ჩარტებში კი ყველაზე პოპულარული აღმოჩნდა ჯგუფ Pentatonix-ის ქავერ ვერსია, რომელიც ჯგუფის 2016 წლის საშობაო ალბომში შევიდა.
ესაა სიმღერა, რომლის გარეშეც შობა-ახალი წელი წარმოუდგენელია. მართალია ის 1963 წელს ჩაიწერა ენდი უილიამსის ალბომისთვის, თუმცა დღემდე ყველაზე მოთხოვნად საახალწლო ჰიტად რჩება.
ამ სიმღერის მეორე სახელწოდებაა Chestnuts Roasting on an Open Fire და ის 1945 წელს მელ ტორმმა დაწერა. როგორც ავტორი ამბობს, სიმღერა ზაფხულში, გაუსაძლისი სიცხის დროს 45 წუთში შექმნა და ეს გაგრილების საუკეთესო საშუალება გახდა. ნატ კინგ კოულმა ჰიტი ერთი წლის თავზე ჩაწერა და გამოსვლისთანავე მსოფლიო ჩარტების სათავეში მოექცა.
ეს გახლავთ ჰიტი, რომელიც შედის საახალწლოდ ყველზე ხშირად შესრულებულ სიმღერათა 20-ულში. მისი ყველაზე ცნობილი ვერსია ბერლ აივზსს ეკუთვნის.
ჰიტი ნომერი 1, ასე მოიხსენიებდნენ 80-ანი წლების ბოლო და 90-იანების დასაწყისში ჯგუფ Wham-ის ამ საახალწლო ჰიტს. შექმნიდან დღემდე ის უამრავმა არტისტმა გადაამღერა, თუმცა ორიგინალის წარმატების გამეორება ვერავინ შეძლო. სინგლის ავტორი თავად ჯორჯ მაიკლია და ის ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი სიმღერაა. მეტიც, Wham-ის დაშლის შემდეგ ჰიტი კიდევ დიდხანს რჩებოდა ბრიტანული ჩარტების სათავეში.
სემ კანმა ეს პოპულარული მელოდია 1945 წელს ზაფხულის ცხელ ამინდში დაწერა. მიუხედავად იმისა, რომ სიმღერას აქვს ყველაზე მეტი ქავერი მუსიკის ისტორიაში, ყველაზე პოპულარულ ვერსიებად დენ მარტინისა და ფრენკ სინატრას შესრულება რჩება.
პერი კომოსა და ბინგ გროსბის მიერ სხვადასხვა წლებში შესრულებული ეს სიმღერა 2011 წელს თავისი საშობაო ალბომისთვის გადაამღერა. უკვე დღეს „ბილბორდმა“ ის საუკეთესოთა სიაში სწორედ ბუბლეს მიერ შესრულებული ვერსიით შეიყვანა.
და ბოლოს, ბოლო პერიოდის ყველაზე ცნობილი საახალწლო სიმღერა, რომელიც სანტას შესახებაა. აღნიშნული კომპოზიცია უამრავმა მომღერალმა შეასრულა, თუმცა ყველაზე პოპულარული მაინც ერთა კიტის მიერ ნამღერი ვერსიაა.