LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირი-ს დასკვნა არ არის ცალსახად პოზიტიური: პაატა მანჯგალაძე

86
პაატა მანჯგალაძე

საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირი-ს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას სტრატეგია აღმაშენებელის ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე ეხმიანება. მისი განცხადებით დასკვნა არ არის ცალსახად პოზიტიური.

პაატა მანჯგალაძის თქმით, ეუთო-ს დასკვნა ამბობს, რომ ზოგი ცვლილება არის შემაშფოთებელი.

მაშინ, როდესაც ოდირისა და ვენეციის კომისიის მიერ აქამდე გაწეული რეკომენდაციები კონკრეტულ ცვლილებებთან დაკავშირებით, დაკმაყოფილებულია, ბევრი ფუნდამენტური საკითხი ჯერ კიდევ მოუგვარებელი რჩება: ეუთო/ოდირი

საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირი-ს დასკვნა არ არის ცალსახად პოზიტიური. მაგალითად, რაც იყო დასმული ეუთო/ოდირის დასკვნაში, რომ აუცილებელია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე უფრო მეტი და ნათელი რეგულაციების არსებობა; ის, რომ ხმების დათვლისა და გაბათილების წესის შესახებ მკვეთრი ჩანაწერი უნდა არსებობდეს; ის, რომ გასაჩივრების ვადები უნდა იყოს უფრო დიდი და ხელმისაწვდომი მხარეებისთვის – ეს ყველა საკითხი, რაც არის ჩამოთვლილი, ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, „სტრატეგია აღმაშენებელს“ გვაქვს ჩვენი შეთავაზებები, იმ საკითხებში, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანურ ფაქტორთან ხმების დათვლის დროს ან ვთქვათ, საარჩევნო უბანზე ადამიანის შესვლასთან დაკავშირებით ამ საკითხებში ჩავრთოთ ტექნოლოგიები, რომლებიც უზრუნველყოფს ობიექტურად საარჩევნო პროცესის წარმართვას.

ცალსახად, ეუთო-ს დასკვნა ამბობს, რომ ზოგი ცვლილება არის შემაშფოთებელი; მაგალითად, საუბარია იმაზე, რომ წევრის ყოლა საარჩევნო ადმინისტრაციაში, რომელიც უკავშირდება პარლამენტში ყოფნას, უსამართლოდ არის მიჩნეული და ჩვენც მაგას ვამბობთ, ეს ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპს, გამორიცხავს ბოიკოტის არსებობას პარლამენტში. ერთობლიობაში ჩვენთვის მისაღებია ეს დასკვნა და ამასთან ერთად, ჩვენ გვაქვს ჩვენი ცვლილებები, რომელსაც „სტრატეგია აღმაშენებელი“ წარადგენს იქით კვირაში.

ჩვენი შენიშვნები დაკავშირებულია ტექნოლოგიების უფრო მეტ გამოყენებასთან საარჩევნო პროცესში. ეს უკავშირდება, როგორც ხმების დათვლის და ხმის მიცემის პროცედურას, ასევე, დაკავშირებულია ადამიანის საარჩევნო უბანზე შესვლის საკითხთან. ეს დააზღვევს იმას, რომ უფრო ნაკლები „კარუსელი“ იყოს და დააზღვევს იმას, რომ მანიპულაცია ნაკლები იყოს ხმების დათვლის დროს. ჩვენ მიერ შეთავაზებები გულისხმობს იმას, რომ უფრო ნაკლები შესაძლებლობა უნდა დავტოვოთ მანიპულაციების საარჩევნო პროცესში“, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

პოპულარულები