LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საავტომობილო გზების ნაწილზე შეზღუდვები მოქმედებს

28

საქართველოს მასშტაბით საავტომობილო გზებზე, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შეზღუდვები  მოქმედებს.

ამის შესახებ ინფორმციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გომი-ზესტაფონის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კმ41-კმ106 მონაკვეთზე თავისუფალია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ხაშური-ახალციხე-ვალეს (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) ბორჯომი-ვალეს მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები