LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბავშვო ფესტივალი „სიკეთის სამეფო“ თბილისში 24-26 სექტემბერს გაიმართება

135
siketissamefonews

ახლახან დაფუძნდა საქველმოქმედო ფონდი „სიკეთის სამეფო“, რომლის ეგიდითაც და ქველმოქმედების მიზნით, თბილისში, 24-26 სექტემბერს გაიმართება საბავშვო ფესტივალი ამავე სახელწოდებით.

„სიკეთის სამეფოს“ მიზანია, ბავშვების იდეებით, მათი უშუალო ჩართულობით მოამზადოს ფესტივალი, სადაც მოზარდებიც და ზრდასრულებიც თავს ერთნაირად კარგად იგრძნობენ და შეძლებენ სიკეთის გაკეთებას. ფონდის ბენეფიციართაგან მსურველებს თავად შეეძლებათ სასურველის არჩევა და მისთვის ხელის გამართვა.

„სიკეთის სამეფოს“ სამი დღის განმავლობაში კულტურული ღონისძიებები 5 სცენაზე ექნება დაგეგმილი.

ბექა გოლიაძე, იდეის ავტორი:

„გვინდოდა, ისეთი ფესტივალი შეგვექმნა, სადაც ბავშვები ბავშვებისთვის შეძლებდნენ გაერთიანებას და ზრდასრულების თავმოყრასაც ერთი იდეის გარშემო – უნდა ვისწავლოთ სიკეთის გაკეთება და ეს პატარებს ბავშვობიდან ჩავუნერგოთ. „სიკეთის სამეფო“ ყოველწლიური ფესტივალი გახდება და ვფიქრობთ, უამრავ საინტერესო იდეას განვახორციელებთ ბავშვების უშუალო ჩართულობით. სწორედ ისინი შექმნიან დაგეგმილი სამდღიანი ფესტივალის გარემოს. მომავალში ვფიქრობთ, ჩვენი ღონისძიება საერთაშორისო გახდეს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g