LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბჭოთა ავტომობილი Nissan-ის ძრავით 20 მილიონი რუბლი ღირს

113

პორტალზე Авто.ру გაჩნდა განცხადება, სადაც საბჭოთა ГАЗ-12 ЗИМ იყიდება. საინტერესოა, რომ ავტომობილს Nissan-ის ძრავი აქვს და ის 19 999 000 რუბლად შეაფასეს.

განცხადებაში სიმძლავრედ 90 ცხენის ძალაა მითითებული. თუმცა, იაპონურ ძრავს 230 ცხენის ძალამდე შეუძლია გამოიუმუშავოს.

გარდა Nissan-ის ძრავისა, ГАЗ-12 ЗИМ-ს უკანა ხიდი Chevrolet Camaro-სგან აქვს. ასევე, აღჭურვილია 17 დიუიმიანი დისკებით, კლიმატ კონტროლით და ავტომატური გადაცემათა კოლოფით. გამყიდველი ირწმუნება, რომ ყველა ტექნიკური ცვლილება ტექნიკურ პასპორტშია აღნიშნული. ავტომობილი ნოვოსიბირსკში იყიდება.

ГАЗ-12 ЗИМ 1948 წლიდან 1960 წლამდე გამოდიოდა. ძირითადად ის საბჭოთა პარტიული და სამთავრობო ნომენკლატურის გადასაყვანად გამოიყენებოდა. სულ ასეთი 21 527 ეგზემპლარი აიწყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები