საბერძნეთში 41 წლის ქართველი კაცი მეუღლის და მცირეწლოვანი შვილის თვალწინ მოკლეს. ბერძნული მედიის ინფორმაციით, 41 წლის კაცს თავს მაშინ დაესხნენ, როცა ის სახლში, ოჯახთან ერთად ბრუნდებოდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ადგილზე 4-5 გასროლის ხმა გაიგეს. მოგვიანებით პოლიციამ საცხოვრებელ სახლთან 3 ვაზნა იპოვა.