LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთში მომხდარ დანაშაულს ამიერიდან ხელოვნური ინტელექტი გამოიძიებს

115
e5bf9d0c2ce0387dcd21db8515fa7c9c_4453560-1-1-960x600

საბერძნეთში აპირებენ, რომ დანაშაულის გამოძიების საქმეში ხელოვნური ინტელექტი ჩართონ. სამართალდამცავები იმედოვნებენ, რომ ტექნოლოგია მათი მუშაობის პროცესს საგრძნობლად დააჩქარებს, წერს Ekathimerini.

ტრადიციულად საქმის გახსნა (მაგალითად შეიარაღებული თავდასხმის) საჭიროებდა სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ნახვას და მონაცემთა ბაზაში საჭირო ინფორმაციის ძებნას.

ხელოვნური ინტელექტი ამ დავალებებს რამდენიმე წუთში შეასრულებს. სისტემას სწრაფად შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მეპატრონის ვინაობის დადგენა და დამნაშავის ამოცნობა.

გარდა ამისა, ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია სხვადასხვა დანაშაულებს შორის კავშირის პოვნა, მათ შორის საერთო ელემენტების აღმოჩენა – იქნება ეს ტანსაცმელი თუ ბოროტმოქმედთა უკან დახევის გზები.

საინტერესოა, რომ ევროპის ქვეყნები ხელოვნურ ინტელექტს სხვადასხვა სიტუაციებში დასახმარებლად იყენებენ. მაგალითად, საფრანგეთში ტექნოლოგია მეხანძრეებს ეხმარება, პორტუგალიაში კი ალგორითმი ციხის სისტემის სამართავად გამოიყენება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები