„ევრონიუსის“ ინფორმაციით, საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლებს კორონავირუსზე ტესტის აღება ან ვაქცინაციის დამადასტურებელი მოწმობის ტარება, ყოველკვირეულად საკუთარი ხარჯებით მოუწევთ.
ამასთან, საბერძნეთის სკოლებში არავაქცინირებულ 12 წელს ზემოთ ასაკის მოსწავლეებს, ტესტირებისთვის აუცილებელი ნაკრები გადაეცემათ, რის ხარჯსაც სახელმწიფო დაფარავს.
ანალოგიური შეზღუდვები იმოქმედებს სპორტულ ღონისძიებებზე, მუზეუმებში, რესტორნებსა და კინოთეატრებში.
მედიის ცნობით, მთავრობის გადაწყვეტილება გამოწვეულია იმით, რომ საბერძნეთში ვაქცინაციის დონე ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს ჩამორჩება.
ამ დროისთვის, სრულად საბერძნეთის 56 პროცენტია აცრილი, მაშინ როცა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი 60%-ს შეადგენს.