ორი პირი, რომლებსაც კოვიდ 19 დადასტურებული ჰქონდატ და საჩხერის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდნენ, გამოჯანმრთელდნენ. კლინიკის ინფორმაციით, მათ სახლში დღესვე გაწერენ. როგორც ცნობილია, რეკომენდაციების მიხედვით, მათ კიდევ ორი კვირა თვითიზოლაციაში ყოფნა მოუწევთ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა
ცოტა ხნის წინ ვირუსი კიდევ 2 ადამიანს დაუდასტურდა.
საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა იმ პაციენტების ანალიზის პასუხებზეც ისაუბრა, რასაც დღეს ელოდნენ. 10 პირიდან კორონავირუსი მხოლოდ ერთს დაუდასტურდა. ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ორმხრივი პნევმონია აქვს, მისი მდგომარეობა საშყალო სიმძიმისაა.
ამ დროისთვის ადგილზე „კოვიდ 19“-ის დიაგნოზით კიდევ ორი პაციენტი მკურნალობს.