LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჭმლისთვის თმები შევიჭერი და გავყიდეთ – ელენე ხარაგაულიდან უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს [ვიდეო]

2550
tmebi sachmlis gulistvis

ხარაგაულში მცხოვრებმა ბავშვმა ელენე სირაძემ, იმისთვის რომ საჭმლის ფული ჰქონოდა, თმა შეიჭრა. ელენე სირაძე ხარაგაულში ბებიასთან, და-ძმასთან და დედ-მამასთან ერთად, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს.

მისი ცხოვრების შესახებ ვიდეოს „სიკეთის ქალაქი“ ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ელენეს მამას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. დედა კი ბავშვებს უვლის.

„ჩემს წინ რომ დიდი სახლია, იქიდან გამოდის სულ კარგი საჭმელების სუნი და მეც მინდება. ბებია რომ მიდიოდა ზესტაფონში, თმებს რომ იჭრიან იქ წავიკითხე, რომ თმებს იბარებენო. ბებოს ვუთხარი მე თმებს შევიჭრი და ჩავაბარებ და საჭმლის ფული გვექნება-თქო. ჩემს კლასელებს და ჩემს ამხანაგებს, საჭმლის გულისთვის არ შეუჭრიათ თმები.

სასადილოდან მოტანილ საჭმელს წესიერი სუნი არ აქვს,“ – ამბობს ელენე.

ელენეს 12 წლის ძმა და 2 წლის და ჰყავს.

„თმები ძალიან დამენანა“ – ამბობს ელენე ვიდეოში და თავის სურვილსაც უმხელს მაყურებელს „ყველაზე ძალიან მინდა სასადილოდან აღარ მოგვქონდეს საკვები და სახლში გემრიელი კერძები, ხილი და შოკოლადები გვქონდეს“.

„სიკეთის ქალაქი“ ელენესათვის საკვებსა და თანხას აგროვებს. მსურველებს წვლილის შეტანა შეუძლიათ, როგორც პროდუქტების ვაჟა-ფშაველას მეექვსე კვარტალში [კორპუსი 5ა] მიტანით, ასევე ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.

თიბისი ბანკი GE09TB7069345061100069

საქართველოს ბანკი GE80BG0000000101366407

მიმღები: მეგი კანდელაკი. დანიშნულება: ელენეს საკვებისათვის.

ჩასარიცხი აპარატიდან ჩარიცხვა პ/ნ 01001022567 მეგი

დაგვირეკეთ 577566599 whatsapp, viberi….

ელენე სირაძის ოჯახის მისამართი: ხარაგაული, 9 აპრილის ქუჩა 18.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g