LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საცხოვრებლად ყველაზე ძვირადღირებული ქალაქი ნიუ იორკია

143
central-park-and-59th-street-manhattan-new-york-royalty-free-image-1629995598

ექსპერტებმა 2022 წელს საცხოვრებლად ყველაზე ძვირადღირებული ქალაქები დაასახელეს. საინტერესო სია CNN-მა გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ კვლევის ფარგლებში თითოეულ ქალაქში 160-მდე სერვისისა და პროდუქტის ფასი შეადარეს.

ცხოვრების ღირებულება წელს მთელს მსოფლიოში გაიზარდა, თანაც მთელი 8,1%-ით. სამწუხარო ტენდენცია რუსეთ-უკრაინის ომს და პანდემიის შემდგომ მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება.

ყოველწლიური კვლევის ლიდერი წელს ნიუ იორკი გახდა. თუმცა, ამერიკის ქალაქმა პირველი ადგილი სინგაპურთან გაინაწილა.
ძვირადღირებულ ქალაქთა ტოპ-10 ასე გამოიყურება:

• თელ-ავივი (ისრაელი)
• ლოს-ანჯელესი (აშშ)
• ჰონგ-კონგი (ჩინეთი)
• ციურიხი (შვეიცარია)
• სან-ფრანცისკო (აშშ)
• პარიზი (საფრანგეთი)
• კოპენჰაგენი (დანია).

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები