საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი ქეთი ლობჟანიძე ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის დოქტორის, მამუკა მაჩაიძის ფეისბუქ პოსტს გამოეხმაურა.
ქეთი ლობჟანიძე დაეთანხმა ქართველი დოქტორის მოსაზრებას და აღნიშნა, რომ სწორედაც, “მკაცრმა რეგულაციებმა და ხალხის კეთილგონიერებამ გადაგვარჩინა”.
“აბა სად არის ეკლესიის კლასტერი, ტყუილად რომ გვაშინებდით?!
ამ კითხვის ავტორებმა პასუხი კიდევ ერთხელ იხილეთ მამუკას პოსტში, იქნებ მიხვდეთ, რომ მკაცრმა რეგულაციებმა და ხალხის კეთილგონიერებამ გადაგვარჩინა ჯერ-ჯერობით!
უნდა გავიდეთ გარეთ, ვაკეთოთ საქმე, გავერთოთ, გავაგრძელოთ ცხოვრება შეცვლილ რეალობაში ახალი ჩვევებით!”,-წერს ქეთი ლობჟანიძე ფეისბუქში.
ტემპერატურის მატება და ზაფხულის ეფექტი არ აღმოჩნდა განმსაზღვრელი ეპიდემიის მიმდინარეობაში – მამუკა მაჩაიძე
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველმა დოქტორმა მამუკა მაჩაიძემ ფეისბუქში დაწერა, რომ ჩვენი რიცხვები შემთხვევითი არ არის და ჩვენი სოლიდარობის, შეგნების და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მუშაობის ერთობლივი შედეგია.