LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად ცხოვრობს ვოლოდიმირ ზელენსკი ომის დაწყების შემდეგ – კადრები დოკუმენტური ფილმიდან

216
BeFunky-collage - 2023-02-25T232053.563

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტ დმიტრო კომაროვის დოკუმენტურ ფილმში მედიას აჩვენა, სად ცხოვრობს ომის დაწყების შემდეგ.

როგორც ფილმიდან ვიგებთ, საძინებელი და გარდერობი ზელენსკის კაბინეტის გვერდით არის მოწყობილი.

უკრაინის პრეზიდენტმა ომის დაწყების დღე გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამ დროს ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.

„თითქოს ერთმანეთს თვალებში უყურებენ ფიქრით: „იქნებ ვეღარ ვნახოთ ერთმანეთი”… ასეთი რომანტიკის დრო არ გვქონდა. მაყურებელმა მაპატიოს. ასეთი რომანტიკა არ ყოფილა, დაკავებული ვიყავით. ძალიან სწრაფად ჩავალაგე ნივთები და მოვედი აქ”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტს უჩვენა საძინებელიც, სადაც ომის დაწყების შემდეგ ცხოვრობს.

„ომის შემდეგაც კი ჩვენ ვერ დავივიწყებთ ომს”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ფოტო: დიმიტრი კომაროვის ფილმიდან – „წელი”

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1 წელი გავიდა.

იმპერიის ჩამოშლის შანსი, კვლავ გაუტეხელი უკრაინელები და შეცვლილი მსოფლიო დღის წესრიგი – რუსეთის აგრესიის 1 წელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g