LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად მუშაობდა 14 წლის ასაკიდან „მისტერ ვალენტინი“: „450 სტუმარი მოვიდა… საპატიო ჟიური გვყავდა…“

565
ვახო გადიძე

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმრები არიან „მისტერ ვალენტინის“ წლევანდელი გამარჯვებული, ტატო ქაშაყაშვილი, ღონისძიების ორგანიზატორი გიორგი მასხულია და „მისტერ ვალენტინი“, ვახო გადიძე.

წლევანდელმა „მისტერ ვალენტინმა“ გადაფარა კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები

გიორგი: ნაკლებს არც ველოდი, იმიტომ, რომ პროდუქტი ძალიან კარგად იყო შეფუთული, ძალიან კარგი სტუმრები იყვნენ. 450 სტუმარი მოვიდა „ჰუალინგში“. ჟიურიში იყვნენ გიორგი წერეთელი, ხატია შამუგია, ლელა წურწუმია, შენ, გიგა, აგრეთვე თაკო მელიქიშვილი. რამდენიმე დღეში მივდივართ თურქეთში, ტელევიზიაში გვექნება ჩართვა. წელს საერთაშორისო „მისტერ ვალენტინიც“ დავასახელეთ, ვახო გადიძე, რომელიც აპრილში საქართველოს წარადგენს კონკურსზე, ტატო კი საერთაშორისო კონკურსზე ჟიურის საპატიო წევრი იქნება.

ტატო: ბოლომდე მივენდე ჟიურის და საკუთარ თავშიც ვიყავი დარწმუნებული. 18 წლის ვარ, ოჯახი გვერდში მიდგას, მეხმარებიან. კონკურსში მონაწილეობის მიღება ჩემით გადავწყვიტე, არავის ურჩევია. სკოლა დავასრულე, 14 წლის ასაკში კომპიუტერების შეკეთება დავიწყე, ასევე ვჭიდაობდი 4 წელი, შემდეგ ტრავმა მივიღე და ვეღარ გავაგრძელე ეს საქმიანობა.

ვახო: დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გიორგი მასხულიას, ჩემი ოცნება ავისრულე. სულ მინდოდა დიდ პოდიუმზე გამოსვლა. იმედი მაქვს, საზღვარგარეთიდან ტიტულებით დავბრუნდები. კონკურსი უმაღლეს დონეზე ჩატარდა.