LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სადგურის მოედნის“ მიმდებარედ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შედეგად დაშავებულთა ძებნა-შველის ოპერაცია დასრულებულია

198
2025-07-15_02-00-53_024368

თბილისში, “სადგურის მოედნის” მიმდებარედ ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შედეგად დაშავებულთა ძებნა-შველის ოპერაცია დასრულებულია.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მომხდარი ნგრევის შედეგად, გარდაიცვალა 2 ადამიანი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ერთმა პირმა, რომელიც გადაუდებელი დახმარების გაწევის მიზნით სამედიცინო დაწესებულებაში იქნა გადაიყვანილი.

„შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, ადგილზე გამოცხადნენ და მყისიერად მოახდინეს მოქალაქეების ევაკუაცია. ძებნა-შველის ღონისძიებაში, ცოცხალი ძალის გარდა, მძიმე ტექნიკა მონაწილეობდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

შსს „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ნგრევის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

დიდუბის გამგეობას ჩამონგრეული კორპუსის მობინადრეები სასტუმროში გადაჰყავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g