საერთაშორისო ავიაკომპანიების ნაწილმა ირანის ნაცვლად, საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენება დაიწყო. ამის შესახებ avianews-ი უცხოური პორტალის Flightradar24-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.
Flightradar24 რუკებს აქვეყნებს, სადაც ჩანს რომ თვითმფრინავები ევროპული მიმართულებით ფრენისას აქტიურად იყენებენ საქართველოს საჰაერო სივრცესაც.
„დერეფანი აზერბაიჯანისა და თურქმენეთის გავლით გაცილებით უფრო დატვირთულია 9 იანვრის დილის საათებში, რადგან ბევრი ავიაკომპანია აღარ იყენებს ერაყისა და ირანის საჰაერო სივრცეს“, – წერს Flightradar24.
შეგახსენებთ, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო, ერაყისა და ირანის საჰაერო სივრცის გამოყენებაზე დროებით უარი თქვეს მსხვილმა საერთაშორისო ავიაკომპანიებმა, მათ შორის არიან: Lufthansa, Air France, Singapore Airlines და Qantas Airways.