LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საერთაშორისო პარტნიორებისგან მივიღეთ შენიშვნა, რომ ვაქცინებს ვასხვავებთ: ტიკარაძე

54
ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველომ საერთაშორისო პარტნიორებისგან შენიშვნა მიიღო, რომ “ფაიზერისა” და “ასტრაზენეკას” ვაქცინების ერთმანეთისგან განსხვავება ხდება.

ვაქცინის არჩევა ნებაყოფლობითი იქნება – ტიკარაძე

„ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის ადგილები თბილისში პრაქტიკულად შეივსო, ის ყველას მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს – გაბუნია

მისივე განცხადებით, მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ვაქცინას მწარმოებლების მიხედვით არ ასხვავებენ, რადგან ითვლება, რომ ყველა ვაქცინას ერთნაირად მაღალი ეფექტურობა, ნაკლები ზიანი და მეტი სარგებელი აქვს.

“ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან მივიღეთ უკვე შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ვასხვავებთ ვაქცინებს და ეს არანაირად მისასალმებელი არ არის საერთაშორისო პარტნიორებისგან, ვინაიდან, მსოფლიოში ყველგან ადამიანებს არ აქვთ არჩევანის უფლება, ისინი უბრალოდ მიდიან და იკეთებენ ვაქცინას, არ არჩევენ მათ სახელის და მწარმოებლის მიხედვით. ჩათვლილი არის, რომ ყველა ვაქცინას აქვს ერთნაირად მაღალი ეფექტურობა, ნაკლები ზიანი და მეტი სარგებელი. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ მათი მიდგომა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ქვეყანაში მოსახლეობის აცრა “ასტრაზენაკას” ვაქცინით 15 მარტს დაიწყო. თავდაპირველად ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები იცრებოდნენ, 25 მარტიდან კი ვაქცინაციის პროგრამა 65 წელს ზემოთ მყოფი პირებისთვის გაფართოვდა.

შემოტანილია მეორე ვაქცინის, “ფაიზერისდოზებიც. ქვეყანაში მოსახლეობის აცრა “ფაიზერით” 30 მარტიდან დაიწყო.

ბოლო 24 საათში კოვიდვაქცინით 1 051 ადამიანი აიცრა – სულ ვაქცინირებულია 6 757 ადამიანი

magti 5g