LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საერთოდ არ მინდა დაგადარდიანოთ, უბრალოდ მინდა იცნობდეთ – ქეთი მოლაშვილი სოფო ყარალაშვილთან ერთად გადახდენილ ამბებს იხსენებს

2115
ფორტუნა - 2023-08-13T092524.119

„ცოდნის კაფეს“ თანადამფუძნებელი ქეთი მოლაშვილი შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილ სოფო ყარალაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და საზოგადოებას მის შესახებ უამბობს.

„საერთოდ არ მინდა დაგადარდიანოთ, უბრალოდ მინდა იცნობდეთ და ახლოდან გაგაცნოთ ჩვენი გოგო-ბიჭები, რომლებზეც წარსულში არ ვილაპარაკოთ,
მათზე რომ ვწერ, თითქოს გულზე დარდი მეშვება და ემოციები გადმომაქვს.

ჰოდა ასე იყო, სოფის ჰქონდა ყველაზე მაგარი ტელეფონი და გვიღებდა უამრავ ფოტოს, მერე რა დააზარებდა, ამ უამრავ ფოტოს, 2 წამში გვიგზავნიდა და უხაროდა, ჩვენც რომ გვიხაროდა.

სოფის ტელე სავსე იყო ჩვენი ფოტოებით, ჩემს ტელეს იშვიათად თუ გამოვაჩენდი ხოლმე, მაგრამ კიდევ კარგი, მიყვარს ვიდეოებისა და ფოტოების გადაღება, ასე შემომრჩა უამრავი კადრი სოფის ციმციმა თვალებისა ♡
ჩეხეთში წავედით ერთად, სამნი, ერთი სკოლელები, მეგობრები, ქიზიყელები.
ოთახებში რომ გადავნაწილდით, ახლა მოიცაააო, უცებ დაცქრიალდა და იმავე საღამოს ჩემთან გადმოცხოვრდა, ენის სწავლა აღარ გვინდა და ასე უკეთესად ვიქნებითო და მართლაც, ლიკაც ჩვენს ოთახში გადმოცხოვრდა და მთელი ღამეები ვლაპარაკობდით,
მთელი დღეებიც.

„სოფოც აღარ გვყავს” – შოვში დაკარგული სოფო ყარალაშვილის ცხედარი იპოვეს

სტიქიის ზონაში დაღუპულებს შორის გიორგი ყარალაშვილიცაა

აეს სამი ქიზიყელი ჩამოვედით პრაღაშიი და… ასე იწყებოდა ყველა ჩვენი ვიდეო.
ვარჯიში რომ დავიწყე, პირველი სოფი შემომიერთდა, ისე შორიდან ამოდიოდა ხოლმე, ვერც წარმოიდგენთ.
ვარჯიშის დროს, რაღაზე არ ვლაპარაკობდით,
ამერიკაში რომ წავიდა,
ცოტა ხანში მომწერა,
ჰო არ გგონია აქ ვარჯიშს თავი დავანებე, ნახე, როგორი სატრენაჟორი სივრცე ვიპოვეო,
იქიდან ის მებლატავებოდა,
აქედან მე,
აი, ცოტა ხანში ჩამოვალ და ისევ შემოგიერთდებიო..
და როგორია იცით სოფი?

ყველა რომ დაიღლებოდა ხოლმე სიარულით და აქეთ იქით წანწალით,
მე და სოფი შევრჩებოდით ხოლმე ერთმანეთს, ხან სად მივდიოდით,
ხან სად, იმდენი თავგადასავალი გვქონდა,
მეორე დღეს, გაფორმებით, ხმამაღლა და სიცილ-ხარხარით ვყვებოდით ხოლმე წინა დღის ამბებს, თან ვინც ორივეს გვიცნობთ ჰო მიხვდებით, ერთმანეთს არ ვაცლიდით ვინ უფრო სასაცილოდ მოყვებოდა,
დავიწყებდი მე და
მოიცა მოიცა, ამას მე ვიტყვი,
დაიწყებდა ის და,
ესეც, ესეც თქვი, არ გამოგრჩეს,
ვახსენებდი მე.

სოფი გიიჟდებოდა გიოზე, ისე ამაყობდა. მიუხედავად იმისა, რომ გიო წასული იყო, მუდმივად ჰქონდათ კომუნიკაცია, მუდმივად. სულ იცოდნენ სად და როგორ იყვნენ.
ოჯახი ისე მნიშვნელოვანი იყო სოფისთვის, თითოეული ამბავი ისე ძვირფასი იყო, ისე ბედნიერი იყო, მე და გიოს გვისმენენ მშობლები და ჩვენი სჯერათო, ისე უხაროდათ.
იმხელა გეგმები ჰქონდათ ჩვენს მხარესთან დაკავშირებით,
მე რომ მათ ასაკში ვიყავი,
არც დამესიზმრებოდა,
ნელ-ნელა ჰო გაიგებთ.
სტუდენტი ჰო იყო,
„ცოდნის კაფეზე“ რამე დადებული ჯერ არ გვქონდა და უკვე მორბოდა,
სულ ჩვენთან იყო,
პირველი შეხვედრა რომ გავაკეთეთ ახალ ცოდნის კაფეში, უთქმელად მოცქრიალდა, ამდენი ჭუჭყი და სიბინძურე ერთად გავიტანეთ,
გავიჭუჭყეთ, გავიმურეთ,
მერე ამაზეც ვიცინოდით.
ჰოდა ახლა ჩვენი მთავარი მისია ისაა
ამ ახალგაზრდების დაწყებული საქმეები ბოლოში გავიყვანოთ და დიდზე დიდი საქმეები ვაკეთოთ მათი სახელით,
ყველაფერი გამოვა.
__
სოფის და გიოს
პანაშვიდი: ორშაბათი, 17:00 სთ,
დაკრძალვა: სამშაბათი 14:00 სთ.“- წერს ქეთი მოლაშვილი სოციალურ ქსელში.

„ჩვენი საიმედო მომავალი იყავით. მშვიდობით ჩვენო საამაყო და საყვარელო ახალგაზრდებო! თქვენ მუდამ იცოცხლებთ ჩვენს გულებში!“ – საქობოს საჯარო სკოლა სოფო და გიორგი ყარალაშვილებს ემშვიდობება

magti 5g