LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2023 წელს საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 10.5 მლრდ ლარი შეადგინა

113
საფინანსო მომსახურება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2023 წელს საქართველოში საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების დეკლარირებულმა შემოსავლებმა 10.5 მლრდ ლარი შეადგინა.

შემოსავლის უდიდეს ნაწილს (75.7%) საპროცენტო და მასთან გათანაბრებული შემოსავლები შეადგენს, 12.4% მოდის საკომისიო შემოსავლებზე, ხოლო 11.9% სხვა სახის შემოსავლებზე ნაწილდება.

2023 წელს საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 41.9 ათასს შეადგენდა, რომელთაგან 64% ქალი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g