75 წლის რიჩარდ გირი ესპანეთის ქუჩებში გადაიღეს. მისი ცნობა საკმაოდ რთული იყო. ამ დღეს „ლამაზმანის“ ვარსკვლავს სპორტული შარვალი და თბილი ქურთუკი ეცვა, მის ლუქს კი თეთრი კეპი ასრულებდა.
აღსანიშნავია, რომ მსახიობი ესპანეთში სულ ცოტა ხნის წინ, მეუღლესთან და შვილებთან ერთად დაბრუნდა.
რამდენიმე დის წინ გირი და ანტონიო ბანდერასი ესპანური კინემატოგრაფიის უმაღლესი ჯილდოს „გოგიას“ დაჯილდოებაზე იმყოფებოდნენ. 75 წლის გირსა და 64 წლის ბანდერასს კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, საპატიო პრიზები გადაეცათ.
75 წლის რიჩარდ გირი და 64 წლის ანტონიო ბანდერასი „გოიას“ დაჯილდოებაზე
75 წლის რიჩარდ გირი შეყვარებულია – მსახიობი 41 წლის მეუღლესთან ერთად უბედნიერესი ჩანს


