LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საფრანგეთის პენსია მეყოფა, ამიტომ პრეზიდენტის სარგოს ფონდში გადავრიცხავ” – სალომე ზურაბიშვილი

zurabishvilisalome-7__50x50

“ახალ ვითარებაში პრეზიდენტის ფონდი როგორც ასეთი, გაუქმებულია,” – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ათონელის სასახლეში გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრეზიდენტმა კერძო შემოწირულობებით ახალი ფონდის შექმნა დააანონსა და აღნიშნა, რომ თავად საკუთარ ხელფასს ფონდში გადარიცხავს.

მისივე თქმით, ფონდს შესაძლოა საქველმოქმედო მიზნები ჰქონდეს ან დააფინანსოს გარკვეული ინიციატივები.

“მე გადავწყვიტე მოვნახოთ ახალი ფორმები, რადგან რაღაც ნაწილი ამ კუთხით ინიციატივების ქველმოქმედების, ნოვაციის ხელშეწყობის მგონი, რომ აუცილებელია და პრეზიდენტი უნდა იყოს ერთგვარი მფარველი ამ ქმედებების, ამიტომ მე გადაწყვიტე მოვძებნოთ ფორმა. ჯერ კიდევ ვმუშაობთ ამ იურიდიულ ფორმაზე, რომ კერძო საწყისზე შეიქმნას ფონდი ჩემი ეგიდით და საზოგადოებრივი პირების დახმარებით, სადაც მე პირველ რიგში და იმედი მაქვს, რომ სხვებიც მომყვებიან, გადავრიცხავ ჩემ ხელფასს, რამეთუ მე ვღებულობ უკვე პენსიას, საფრანგეთის, ჩემ შეგროვებით პენსიას და რაც მეყოფა სრულებით. ასე რომ, შემიძლია ჩემი პრეზიდენტის სარგო მოვახმარო იმ საქმეებს, რაც ერთად გადაწყვიტავთ, რომ მნიშვნელოვანია ან ქველმოქმედების მხრივ ან ინიციატივები და იქნება ეს სრულად გამჭვირვალე,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პოპულალურები