საფრანგეთში შრომის კანონმდებლობის რეფორმას მთელი ქვეყნის მასშტაბით აპროტესტებენ. გაფიცული არიან ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების, ბირთვული სადგურებისა და ბენზინგასამართი ობიექტების თანამშრომლები. საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცველებმა 77 ადამიანი დააკავეს. შეტაკებების შედეგად, დაშავებულია პოლიციის 15 ოფიცერი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის მასშტაბით, აქციებში 300 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. დემონსტრატები ახალ ინიციატივას აპროტესტებენ, რომელიც სამუშაო საათების შემცირებას ითვალისწინებს.
