საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 14 წლის გოგო, ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი გოგონა 2 თვეა, რაც გაათხოვეს და ქმარმა გოგონას სწორედ ქორწილის სამზადისის დროს ესროლა. არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით, დამატებითი დეტალები უცნობია.
„ფორტუნას“ შს სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სსკ-ის 11’109-ე მუხლით მიმდინარეობს.