LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი პოლონელ კოლეგას ზბიგნევ რაუს შეხვდა

67
NE5A2928

ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი პოლონელ კოლეგას ზბიგნევ რაუს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მინისტრები მიესალმნენ საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობას პოლონეთ-რუმინეთ-თურქეთის სამმხრივ მინისტერიალში, რაც რეგიონისთვის აქტუალური უსაფრთხოების თემების განსახილველად კარგი საშუალებაა და ორივე ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით აღნიშნული ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულებას წარმოადგენს.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ამ მხრივ საქართველო-პოლონეთის წარმატებულ თანამშრომლობას და საერთაშორისო ასპარეზზე პოლონეთის აქტიურ მხარდაჭერას საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორც ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების, ისე ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე.

ხაზი გაესვა ასევე პოლონეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას როგორც საქართველოსთვის, ასევე უკრაინისთვის ნატო-ს მოახლოებულ სამიტზე “ღია კარის” პოლიტიკის კონტექსტში.

მინისტრმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, ხაზი გაუსვეს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მნიშვნელობას რეგიონის სტაბილური განვითარებისთვის. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, უკრაინაში მიმდინარე პროცესებს.

ამ მხრივ აღინიშნა ეუთოში პოლონეთის მოახლოებული თავმჯდომარეობის როლი და იმედი გამოითქვა, რომ თავმჯდომარეობის პერიოდში პრიორიტეტულ საკითხებს შორის შენარჩუნდეს საქართველოს ოკუპაციის და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის საკითხი,” – ვკითხულობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მათივე ცნობით, ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას მხარეებმა თანამშრომლობის ყველა აქტუალური მიმართულება განიხილეს და ხაზი პოლონეთთან არსებული თანამშრომლობის სტრატეგიული დიალოგის ფორმატის ჩამოყალიბების მნიშვნელობას გაუსვეს.

“საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პოლონელ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა  საქართველოში პოლიტიკური პროცესის მიმდინარეობისა და შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით.

თავის მხრივ, პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კმაყოფილება გამოხატა მმართველი გუნდისა და ოპოზიციის რიგი წარმომადგენლების მხრიდან შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს დემოკრატიული განვითარების შეუქცევადობა. მან პოლონეთის სახელით, საქართველოს, როგორც პოლონეთის დიდი მეგობრის და რეგიონში მთავარი პარტნიორის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა,”- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

mazda magti 5g