LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საგარეო საქმეთა სამინისტროში მიწვევის საფუძველზე მივდივართ“ – ანდრი კასიანოვი უწყებაში მინისტრის პირველ მოადგილეს უახლეს წუთებში შეხვდება

141
ანდრი კასიანოვი

უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრი კასიანოვი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მივა.

კასიანოვი საგარეო უწყებაში შეხვედრას უახლოეს წუთებში დაიწყებს.

თავად კასიანოვმა კი ჟურნალისტებთან განაცხადა, ის დიპლომატიურ უწყებაში მიწვევის საფუძველზე მიდის, სადაც განხილვის მთავარი თემა საქართველოსა და უკრაინის ორმხრივი ურთიერთობები იქნება.

კასიანოვი: ფრენების შესაძლო აღდგენისა და რუსების მასობრივი შემოდინების შემთხვევაში, არ გამოვრიცხავთ საქართველოდან უკრაინელების ევაკუაციას

„ხაზს ვუსვამ: თუ მათ სიცოცხლესა და უსაფრთხოებას რეალური საფრთხე დაემუქრება, ვიმუშავებთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენზეა დამოკიდებული მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ - აღნიშნა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა.

„ჩვენ მივდივართ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიწვევის საფუძველზე. ჩვენ განვიხილავთ საკითხების ფართო სპექტრს საქართველო-უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით. შეხვედრა გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან.“– განაცხადა ანდრი კასიანოვმა.

„სამარცხვინოა და რაც კიდევ უარესია, მიმართული იქითკენ, რომ როგორმე საქართველო ომში ჩაერთოს – მთავრობა სადღეღამისო რეჟიმში მუშაობს, რათა ხალხს მშვიდად ეძინოს“ – წულუკიანი კასიანოვის განცხადებაზე

კობახიძე: კასიანოვის განცხადება სამარცხვინოა.. უკრაინელების ევაკუაცია იმ შემთხვევაში დასჭირდებოდა, ალბათ, თუ უკრაინაში „ბუკებს“ გავგზავნიდით, ეს იქნებოდა პირდაპირი ჩართვა სამხედრო კონფლიქტში

 

 

 

 

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g