LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეო უწყება: არეულობის გამო, საქართველოს მოქალაქეები აეროპორტამდე ვერ მივიდნენ, უკრაინული ბორტი მათ გარეშე გამოფრინდა

156
აეროპორტი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის, განცხადებით სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად. ამის შესახებ ხვთისიაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენი მოქალაქეების საქართველოში დასაბრუნებლად, ჩვენ უზრუნველყოფილი გვქონდა შესაბამისი რეისი ქაბულის აეროპორტიდან. ეს შეთანხმებული გვქონდა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან. ჩვენს მოქალაქეებს ვთხოვეთ, მისულიყვნენ აეროპორტში.

სამწუხაროდ, იმ მომენტისთვის, როდესაც რეისი იყო დაგეგმილი, ეს ვერ მოხერხდა და უკრაინული ბორტი მათ გარეშე გამოფრინდა.

ჩვენ საუბარი გვქონდა სხვა პარტნიორ ქვეყნებთან. მათი მხრიდან, არის დასტური, რომ მათი გამოყვანა მოხერხდება, თუ ისინი აეროპორტში მოხვდებიან. კიდევ რამდენიმე რეისია დაგეგმილი.

ღამის განმავლობაში, ქაბულში მდგომარეობა დაძაბული იყო და სამწუხაროდ, მათ აეროპორტამდე მისვლა ვერ მოახერხეს. ამიტომ, არჩიეს, ბაზაზე დარჩენილიყვნენ. ახლა ვმუშაობთ ბაზიდან აეროპორტში გადაყვანაზე. თურქულმა მხარემ დაგვიდასტურა მზაობა, რომ დაგვეხმარებიან, ჯავშნიანი მანქანებით მიიყვანონ ქაბულის აეროპორტში“, – აღნიშნა ალექსანდრე ღვთისიაშვილმა.

საგარეო უწყების ცნობით, ავღანეთში საქართველოს 23 მოქალაქეა, ისინი მოქმედი სამხედროები არ არიან და კერძო კომპანიებში მუშაობდნენ.

ავღანეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

თორნიკე შარაშენიძე: საბჭოთა ჯარების შეყვანამ იმ დროს შედარებით დალაგებული ავღანეთი იმ ქვეყნად აქცია, რა ქვეყნადაც ჩვენ მას ვიცნობთ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g