თბილისში, ვაგზლის ტერიტორიაზე მცხოვრები მოხუცი ქალი, რომელიც უკიდურეს სიცივეში ღამეს გარეთ ატარებდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში აკა სინჯიკაშვილი წერს.
მისი თქმით, კეთილი ადამიანების ერთობლივი ძალისხმევით მოხუცს ახლა უკვე უსაფრთხო გარემოში მკურნალობენ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, და საავადმყოფოში დარჩება გამოჯანმრთელებამდე.
საღამოს ბედნიერი ამბები!
თითქმის შეუძლებელი ამბავი გამოვიდა და ვაგზლიდან ბებო გადავიყვანეთ საავადმყოფოში.
იქ იქნება გამოჯანმრთელებამდე და ყინვაში აღარ დაიძინებს. დიდი მადლობა ყველას, ვინც დაგვეხმარეთ ამ ამბავზე. გადარჩა ადამიანი“, – წერს აკა სინჯიკაშვილი.