LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საღეჭი რეზინი, გატაცებაზე საუბარი არ ტოვებს შთაბეჭდილებას რომ სააკაშვილს სიკეთე აქვს ჩაფიქრებული: გიორგი ვოლსკი

285
ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ამსახველ კიდევ ერთ ვიდეოს ეხმაურება, სადაც მიხეილ სააკაშვილი საკუთარ გატაცებაზე საუბრობს. ვიდეოში სააკაშვილი ამბობს, რომ გაიტაცეს, თუმცა კამერის შენახვა მაინც მოახერხა.

“საღეჭი რეზინი, უცნაური გამომეტყველება და რაღაც გატაცებაზე საუბარი, არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ამ ადამიანს რაიმე სიკეთე აქვს ჩაფიქრებული” – აცხადებს ვოლსკი.

როგორც ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, აღნიშნული ვიდეოს ნახვისას ძალიან მძიმე და ცუდი შთაბეჭდილება დარჩა.

“დავინახე შეიძლება გულუბრყვილო, მაგრამ მზაკვრული ჩანაფიქრი, რომ ვითომ ვიღაცამ გაიტაცა, წამოეწია ეს თემა, შეექმნა პანიკა და სკანდალი” – აღნიშნავს ვოლსკი

როგორც ვიცე-სპიკერი აცხადებს, ფაქტია, რომ სააკაშვილი რაღაც გეგმებს ალაგებდა და არც ერთი გეგმა არ უკავშირდებოდა იმას, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესები განვითარებულიყო და ამას თავად ჩადგომოდა სათავეში.

რასაკვირველია, ამოცანა დესტრუქცია და დესტაბილიზაცია. ამ ამოცანის გამოხატულება იყო ჩანაწერი, რაც ჩვენ ვიხილეთ”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები