„დღეს, კიდევ ერთხელ მივმართეთ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მზია ამაღლობელის მიმართ გამოყენებული პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით. ამავე სასამართლომ ერთხელ უკვე დაუშვებლად ცნო და არ განიხილა დაცვის მხარის საჩივარი მზია ამაღლობელის მიმართ პატიმრობის გამოყენების გამო“ – ამის შესახებ ნათქვამია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ახალი განჩინება, 2025 წლის 14 იანვრის განჩინების მსგავსად, არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან უხეშად არღვევს როგორც მოქმედ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობას, ისე ყოველგვარ საერთაშორისო სტანდარტებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „დღეს წარდგენილი საჩივრით ქართული მართლმსაჯულების სისტემას კიდევ ერთხელ ეძლევა შანსი დაასრულოს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ წარმოებული პოლიტიკური დევნა და წერტილი დაუსვას მის უკანონო პატიმრობას“:
„დიდია პაციენტის მდგომარეობის სწრაფი დამძიმების რისკი, ძალიან მალე შეიძლება განვითარდეს პოლიორგანული უკმარისობა და სიცოცხლისთვის რეალური საფრთხე“ – ომბუდსმენის ექიმთა ჯგუფი მზია ამაღლობელის შესახებ
როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მზია ამაღლობელი კლინიკაში ყოფნის პერიოდში ექიმთა ჯგუფმა 7 და 12 თებერვალს მოინახულეს.
„დღეს, კიდევ ერთხელ მივმართეთ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მზია ამაღლობელის მიმართ გამოყენებული პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით. ამავე სასამართლომ ერთხელ უკვე დაუშვებლად ცნო და არ განიხილა დაცვის მხარის საჩივარი მზია ამაღლობელის მიმართ პატიმრობის გამოყენების გამო.
დღეს წარდგენილი საჩივარი შეეხება 14 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილების გაუქმებას. როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2025 წლის 13 თებერვალს, ხელახლა მივმართეთ მზია ამაღლობელის მიმართ გამოყენებული პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით ბათუმის საქალაქო სასამართლოს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ, 2025 წლის 14 თებერვალს შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო.
ცალსახად ვაცხადებთ, არ არსებობს არავითარი საფუძველი, რაც მზია ამაღლობელის პატიმრობას გაამართლებს, მისი პატიმრობა არ ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს. ჩვენი შუამდგომლობის დაუშვებლობა ხელოვნური ბარიერია იმისათვის, რომ სასამართლომ არ იმსჯელოს შუამდგომლობაში მითითებულ ახალ, უტყუარ მტკიცებულებებსა და გარემოებებზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ახალი განჩინება, 2025 წლის 14 იანვრის განჩინების მსგავსად, არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან უხეშად არღვევს როგორც მოქმედ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობას, ისე ყოველგვარ საერთაშორისო სტანდარტებს.
„არ ვაპირებ მივიღო რეჟიმის დღის წესრიგი – ვშიმშილობ, სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა“ – მზია ამაღლობელის წერილი
„არ ვაპირებ მივიღო რეჟიმის დღის წესრიგი – ვშიმშილობ, სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა“ – მზია ამაღლობელის წერილი
2025 წლის 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა 2 საფუძვლით: რომ (ა) არსებობდა მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე და (ბ) ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. 2025 წლის 14 იანვრის განჩინებაში მითითებული საფრთხეები ხელოვნური და დაუსაბუთებელი იყო, მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ არ დაუშვა და არ განიხილა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი.
ჩვენს ხელთ არსებული საქმის მასალებით დგინდება, რომ გამოძიებამ მზია ამაღლობელის პატიმრობის მოთხოვნის შემდეგ გამოჰკითხა აჭარის პოლიციის სამმართველოს სულ 4 პოლიციელი, მანამდე გამოკითხული ჰყავდა ამავე სამმართველოს 2 პოლიციელი. აშკარაა, რომ მზია ამაღლობელის პატიმრობა არ იყო საჭირო იმისათვის, რომ გამოძიებას გამოეკითხა 4 პოლიციელი, რომლებზეც მზიას მხრიდან ზეწოლის საფრთხე თეორიულადაც კი გამორიცხული იყო, არათუ აკმაყოფილებდა ასეთი საფრთხის არსებობის გონივრული ეჭვის რაიმე სტანდარტს.
გარდა ამისა, მზია ამაღლობელისათვის ბრალად შერაცხული ფაქტი დაფიქსირებულია ვიდეოკადრზე, რომლის შეცვლაც შეუძლებელია რომელიმე მოწმეზე ზემოქმედებით. მოსამართლემ მზია ამაღლობელის პატიმრობა თავდაპირველად ასევე დაასაბუთა მისი წინმსწრები ადმინისტრაციული დაკავების ოქმით, რის საფუძველზეც უსაფუძვლოდ დაასკვნა, რომ მზია ამაღლობელმა ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და ამდენად, მაღალია მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.
როგორც მედიის მიერ გავრცელებული კადრებით უტყუარად დასტურდება, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავება უკანონო იყო. იგი დააკავეს იმ ქმედებისათვის, კერძოდ, ე. წ. „სტიკერის“ გაკვრისთვის ადმინისტრაციული შენობის ღობეზე, რაც არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. ამდენად, დაკავების შემდეგ პოლიციამ გააყალბა დაკავების ოქმი და მიუთითა, რომ მზია ამაღლობელი დააკავეს არა „სტიკერის“ გაკვრის, არამედ პოლიციისათვის მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო.
მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების ვიდეოკადრები არათუ გამორიცხავს დაკავების ოქმში მითითებულ ამ სიყალბეს, არამედ, ამავდროულად ცხადად აჩვენებს, რომ მზია ამაღლობელი დააკავეს არარსებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის. როგორც დაკავებამდე, ისე დაკავებისას და ასევე, დაკავების შემდეგ მას არ უთქვამს არცერთი სიტყვა, მით უფრო პოლიციის მისამართით, არამედ იგი უსიტყვოდ დაემორჩილა უკანონო დაკავებას, რომელიც განახორციელა აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, გრიგოლ ბესელიამ. შესაბამისად, სასამართლო ვალდებული იყო დაეშვა დაცვის მხარის შუამდგომლობა, თანდართული ახალი მტკიცებულებებით (ვიდეოფაილების ჩათვლით), დაენიშნა შუამდგომლობის ზეპირი მოსმენა და გაეუქმებინა მზია ამაღლობელის პატიმრობა.
სასამართლომ უნდა უზრუნველყოს, რომ დაცვის მხარის შუამდგომლობის საპირწონედ სათანადო ბრალდების ტვირთი გასწიოს პროკურორმა. მოცემულ შემთხვევაში, ბათუმის სასამართლოს მოსამართლე ლ. ყოლბაიამ არა თუ არ დანიშნა ზეპირი მოსმენა, მან დაარღვია მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი პროკურატურის სასარგებლოდ, და უფრო მეტიც, თავად ჩაენაცვლა ბრალდებას. სასამართლომ მხარეთა მოსმენის გარეშე გადაწყვიტა, რომ შუამდგომლობაში მითითებული გარემოებები არ ამცირებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მითითებულ რისკებს.
ამასთან, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში არ ახსენა, არ შეაფასა, დამალა ის ახალი გარემოებები და მტკიცებულებები, რაც წარვადგინეთ შუამდგომლობასთან ერთად და რასაც ეყრდნობოდა შუამდგომლობა. შესაბამისად, სასამართლოს მორიგი უკანონო გადაწყვეტილება მზია ამაღლობელის წინააღმდეგ არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ მზიას პატიმრობა ემსახურება მისი სამაგალითოდ დასჯის და მასზე ანგარიშსწორების მიზანს ჟურნალისტური საქმიანობისა და აქტიური სამოქალაქო პოზიციისათვის.
დღეს წარდგენილი საჩივრით ქართული მართლმსაჯულების სისტემას კიდევ ერთხელ ეძლევა შანსი დაასრულოს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ წარმოებული პოლიტიკური დევნა და წერტილი დაუსვას მის უკანონო პატიმრობას.
მზია ამაღლობელის უფლებების დამცველები: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“; იურიდიული ფირმა BLB და მისი უფროსი პარტნიორი, მაია მწარიაშვილი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.