LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საიდან იწყება ძალადობა – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

166
ნანა ალექსიძე 3

საიდან იწყება ძალადობა – გადაცემის „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ სტუმარია ფსიქოლოგი ნანა ალექსიძე.

რა მოთხოვილებები აქვს ადამიანს?

ადამიანის ფუნდამეტური მოთხოვნილებებად მაინც რჩება მოთხოვნილება მიღების, აღიარების, სიყვარულის, დაცულობისა/უსაფრთხოების და სოციუმის /თემის/ჯგუფის წევრობის.

ნებისმიერ შემთხვევაში ყველა დრაივს და მოთხოვნილებას აქვს მოტივი, თუ  რატომ ვაკეთებ მე იმას, რასაც ვაკეთებ. შესაბამისად, ადამიანში აღიარების, სიყვარულის, მიღების, უსაფრთხოების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად წარმოიშობა ენერგია, რომელიც აუცილებლად რეალიზდება.

მთავარი, როგორ ახერხებს ადამიანი ამის დაკმაყოფილებას, დესტრუქციულად თუ კონსტრუქციულად. ის აგრესიაც კი, რომელიც ჩნდება ადამიანში, რომ მას რაღაც არ დაუკმაყოფილდა და სურს, შესაძლოა ორი გზით განვითარდეს: მიზანმიმართული კონსტრუქციული, სწორი და ეკოლოგიური გზით მიღწევით ან დესტრუქციულად, განადგურებით, მოსპობით, ძალადობრივი აგრესიით.

რა განაპირობებს წყვილთა შორის აგრესიას?

როდესაც ვსაუბრობთ წყვილთა შორის აგრესიასა და ძალადობაზე, რაც დიდ წილად აღმოსავლეთის კულტურებში მამაკაცების მხრიდან  გამოიხატება, ეს განპირობებულია იმ დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებებით, რამაც გააჩინა კაცში არასრულფასოვნების განცდა. მამაკაცს ასწავლიდნენ, რომ მისი ტირილი ბავშვობიდანვე სირცხვილია, სისუტეა, არამამაკაცურია, ხოლო მუშტის ქნევა კი მამაკაცურია.

განსაკუთრებით საგულისხმოა დედის როლი. ქართულ კულტურაში ხშირია ე.წ. თავდადებული, თავგადადებული დედის ხატი, რომელიც გათხოვების დღიდან ცხოვრობს შვილების ცხოვრებით, ვერ ახდენს მიჯაჭვულობის ჩახსნას, არც შვილებს აძლევს ამის საშუალებას… შემდეგ როცა მისი ვაჟი ოჯახს ქმნის და ხედავს რომ მეუღლე არაა დედის მოდელის შესაბამისი, მას უჩნდება მოთხოვნიელებები. ეს მოთხოვნილებები გულისხმობს მხოლოდ მასზე ორიენტირებას. თუმცა არ იცის ამის დასაკმაყოფილებლად კონსტრუქციული გზა, ასერტული ქმედება და იწყებს ძალადობრივად, დესტრუქციულად ამის გაკეთებას.

რჩევები:

  1. ჩემი სურვილი მანამ არის დასაკმაყოფილებლად გამართლებული, სანამ ის არ არღვევს ეკოლოგიურობას, სხვის სივრცეს და სხვისი სივრცის( სიცოცხლის, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური სივრცის) საზღვრებს, არ იჭრება მასში და არ აზიანებს.
  2. საჭიროა აღიარება, რომ ძალადობაა ყველაფერი ის, რასაც სხვის საზიანოდ და ასევე საკუთარი თავის საზიანოდაც ვაკეთებთ. ამით არა მხოლოდ სხვაზე, არამედ სკუთარი პიროვნების ეკოლოგიურობის ზონასაც ვარღვევთ და ვაზიანებთ.
  3. გავერკვეთ საკუთარ სურვილებში კარგად, რაც გვსურს ვისთვის, რისთვის, რატომ და რის მისაღწევად გვსურს. ამას დრო, თვითანალიზის უნარი და თვითგანვითარების მუდმივ პროცესში ყოფნა სჭირდება.
  4. აუცილებელია თვითზრუნვა და გაცნობიერებული თვითზრუნვა ეს იქნება ფიზიკური, ფსიქიკურ-მენტალური, ემოციურ-შეგრნებითი თუ სოციალური.
  5. თვითზრუნვა დაგვეხმარება საკუთარი პირონების მთლიანობის, როგორც ადამიანის ჯანსაღი გზით გამოძერწვასა და მიღებაში, რომელსაც მოჰყვება ჯანსაღი კონტაქტი საკუთარ თავსა და გარემოსთან, ემოციური და სოციალური ინტელექტის ზრდა.
  6. ვასწავლოთ ბავშვებს ბრაზის გამოხატვა, ემოციების გამოხატვა, კონსტრუქციული საუბარი, ასერტული ქცევა, ემპათია…
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები