3 დეკემბერს ექიმი, სარეაბილიტაციო ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი, ექიმი მარიამ ჯიშკარიანი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია მისმა ახლობლებმა გაავრცელეს.
ექიმი მარიამ ჯიშკარიანი გარდაიცვალა
მარიამ ჯიშკარიანს მეგობრები და კოლეგები საჯაროდ, სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან.
ექიმის შესახებ „ფეისბუკში“ სტატუსს აქვეყნებს ნინო მიქიაშვილი და მარიამ ჯიშკარიანს გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის.
„რამდენიმე წუთის წინ ვურეკავდი და რომ არ მიპასუხა, მივწერე, გეხვეწები, მიშველე, დედას მაღალი წნევა აქვს, ლალი შევაღონე, მასთან დარეკვა მრცხვენია-მეთქი. ამასობაში მეგობრისგან შევიტყვე ცუდი ამბავი. ახლა ვზივარ და ცხარე ცრემლით დაგტირი მარიამ ჯიშკარიანს, კიდევ ერთხელ, საჯაროდ მადლობას გეუბნები, რაც ჩემი ძმის სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადასარჩენად გააკეთე.
ახლა, როცა ხანდაზმულ დედას უჭირდა, იქით მამხნევებდი, მარიგებდი და თურმე შენ თვითონ რამხელა პრობლემა გქონია.
ნათელში იყავი, ჩვენო ძალიან ძვირფასო ადამიანო“, – წერს ნინო მიქიაშვილი.
რამდენიმე წუთის წინ ვურეკავდი და რომ არ მიპასუხა, მივწერე, გეხვეწები მიშველე, დედას მაღალი წნევა აქვს, ლალი შევაღონე,…
Posted by ნინო მიქიაშვილი on ოთხშაბათი, 03 დეკემბერი, 2025
