რიანამ საკუთარი ბრენდის, Savage X Fenty-ის ახალ სარეკლამო კამპანიაში ვაჟებიც ჩართო. არტისტმა და „ბიზნეს ვუმენმა“ „ინსტაგრამზე“ შვილებთან ერთად გადაღებული ფოტოები და სახალისო ვიდეო გაავრცელა.
„დიახ, ჩვენ ოფიციალურად იმ ოჯახთაგანი ვართ, ვინც სადღესასწაულოდ ერთსა და იმავე სამოსში გამოეწყობა ხოლმე“, – ასე დაასათაურა ფოტოების სერია რირიმ.
რაც შეეხება ვარსკვლავის მუსიკალურ კარიერას, არტისტი ახალი ალბომის გამოშვებას არ ჩქარობს, სამაგიეროდ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რიანა 2025 წლის „გლასტონბერის ფესტივალის“ ერთ-ერთი ჰედლაინერი იქნება.
მილიარდერი რიანას ერთი ჩვეულებრივი დღე მშობლიურ ბარბადოსში საყვარელ მამაკაცთან ერთად
რიანა 2025 წლის გლასტონბერის ფესტივალის ჰედლაინერი იქნება