LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგით მოქმედებს: ირაკლი კობახიძე 

331
კობახიძე - ლომჯარია

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას მიერ, გაკეთებულ განცხადებას, რომ N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი, მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის ისევ არ შეესაბამება მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგით მოქმედებს.

თუ მხედველობაში ვიქონიებთ შიმშილს, სტრესს, გადატანილ კოვიდს, არ უნდა გვიკვირდეს, რომ მეხსიერებაში იყოს პრობლემები: ნიკოლოზ ყიფშიძე

„სახალხო დამცველად როცა ირჩევ ადამიანს, ვისთვისაც არ უნდა იყოს ეს პოზიცია დათმობილი, რა თქმა უნდა მიუკერძოებლობის რაღაც მინიმალური სტანდარტი უნდა არსებობდეს. აქ ვხედავთ, რომ ყველანაირი წითელი ხაზია გადაკვეთილი. ეს სამწუხარო რეალობაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, ნინო ლომჯარიას არჩევით შეცდომა დაუშვეს თუ არა, კობახიძემ განაცხადა, რომ „ეს იყო ერთგვარი კომპრომისი“.

„თავის დროზე ასეთი იყო მოცემულობა, როცა ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. სხვადასხვა ნიუანსი იყო და დეტალებში აღარ შევალ, რადგან ეს წარსულია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.