LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხარჯები შეისწავლა

74

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხარჯები შეისწავლა.

დოკუმენტში წერია, რომ სხვადასხვა პროექტებისთვის პრეზიდენტის ფონდიდან გამოყოფილი დაფინანსების დიდი ნაწილი ხელფასებში დაიხარჯა.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შორის რომლებმაც პრეზიდენტის ფონდიდან დაფინანსება მიიღეს, ერთ-ერთი გიორგი მარგველაშვილის მეგობარი და ყოფილი თანაგუნდელია. საუბარია საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისთვის გადაცემულ დაფინანსებაზე.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ შემოწმების მიზნით სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოს თავად მიმართეს, რათა შეემოწმებინათ ის ხარჯები, რომელსაც ადმინისტრაცია წლის განმავლობაში წევს.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ყველა რეკომენდაცია მათთვის მისაღებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები