LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სახელმწიფო ბიუჯეტს 20,000 ლარით არ უნდა ვავსებდე მხოლოდ იმიტომ, რომ აქციაზე ვდგავარ და ხმას ვიღებ“ – ნია გუგავა პოლიციამ მეოთხედ დააჯარიმა

240
BeFunky-collage0კ,პ654=9 - 2025-03-26T012028.249

თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი, ნია გუგავა პოლიციამ 20 000 ლარით დააჯარიმა.

აღნიშნულის შესახებ ნია სოციალურ ქსელში წერს და ამბობს რომ უდიდესი უსამართლობის შეგრძნება აქვს.

„დღეს დილით პოლიციაში დავრეკე ჩემი ორი ჯარიმის მოსაკითხად, რომლებიც ფოსტას დღემდე არ მოუტანია. მითხრეს, რომ 2 კი არა, 4 ჯარიმა მქონია – 4 და 21 მარტს დავუჯარიმებივარ, რაზეც ინფორმაცია არ მქონდა. კითხვაზე თუ რატომ არ შემატყობინეს ორი ჯარიმის თაობაზე პასუხი არ აქვთ…

რატომღაც სასაცილო გახდა ეს თემა ხალხისთვის, მაგრამ მე ნამდვილად არ მეცინება. სახელმწიფო ბიუჯეტს 20,000 ლარით არ უნდა ვავსებდე მხოლოდ იმიტომ, რომ ვაპროტესტებ, აქციაზე ვდგავარ და ხმას ვიღებ. ყველა კუთხეში უსამართლობაა, ერთი მეორეზე უარესი, და ჩემი გული ვეღარ უძლებს. რამდენიმე დღის წინ ჩემი მეგობრის ფონდი დააყადაღეს, გამოძიებაა დაწყებული.

ამ წუთას სასამართლოს ეზოში ვზივარ, სადაც ჩემი მეგობრისა და სხვა ბიჭების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს – მათ ჯგუფურ ძალადობაში ადანაშაულებენ, არც ერთ საქმეში პროკურატურას არ გააჩნია სამხილი ან მტკიცებულება—არ აქვთ, რადგან უდანაშაულო ადამიანებს ასამართლებენ…რამდენიმე კვირის წინ პოლიციამ ჩემი თანაკურსელები საკუთარ უნივერსიტეტში 45,000 ლარით დააჯარიმა…

ყოველ დღე, ყოველ წუთს უსამართლობას ვაწყდები, მაგრამ ყველაზე მეტად ხალხის სიჩუმეს განვიცდი, როდის და როგორ გაქრა ხალხში სოლიდარობის განცდა, რა მომენტიდან დავიწყეთ შეგუება?!მონურ მორჩილებაში ცხოვრებას ვეგუებით?!ბიძინას ხუშტურებზე ცხოვრებას ვეგუებით?!ხალხის ცემაზე, დევნაზე, შევიწროებაზე თვალს ვხუჭავთ?!თვალს ვხუჭავთ რეპრესიებზე?!ჩვენი კოლეგების თეატრებიდან, სამსახურებიდან გაგდებაზე თვალს ვხუჭავთ?!ასეთი ხალხი ვართ?!

ამხელა იმედგაცრუების, ბრაზის და გულის ტკივილის მიუხედავად ვცდილობ, რომ იმედი არ დავკარგო…როდესაც ყველაზე რთულია, იმედის შენარჩუნება ყველაზე მნიშვნელოვანია. მჯერა, რომ ეს სიჩუმე დროებითია და ხალხი აუცილებლად გაიღვიძებს. ყველა უსამართლობას აქვს დასასრული, და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ჯიუტად მწამს, რომ ამ ბრძოლის დასასრული აუცილებლად ჩვენი, ქართველი ხალხის გამარჯვებაა!“, – წერს ნია გუგავა.

„დამირეკა გამომძიებელმა, დამაჯარიმეს მეორედ“ – ნია გუგავა და ირაკლი კვირიკაძე დააჯარიმეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g