LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო დღეში 20 ათას ტესტს გააკეთებს: რა დოკუმენტი უნდა ჰქონდეს მოქალაქეს, რომელიც ქვეყანაში შემოსვლას გადაწყვეტს

108
პასპორტი

კორონავირუსთან ბრძოლისთვის საკოორდინაციო საბჭომ დღეს დამატებითი გადაწყვეტილებები მიიღო.

აღნიშნული გადაწყვეტილებები საზოგადობას საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ გააცნო.

დღეიდან 2 თვის განმავლობაში (1 თებერვლამდე პერიოდში) ქვეყნის მასშტაბით იმოქმედებს ინტენსიური ტესტირების პროგრამა. 

სახელმწიფო ერთი დღის განმავლობაში გააკეთებს 20 ათას ტესტს. ამას დაემატება კერძო ლაბორატორიებისა და კლინიკების მიერ ჩატარებული ტესტები. განსაკუთრებით ფართოვდება ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენება, რომლის პასუხის მიღება შესაძლებელი იქნება ტესტის გაკეთებიდან 20 წუთის განმავლობაში.

მიზანი არის ინფიცირებულების სწრაფი გამოვლენა, რაც გულისხმობს მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფიცირებულების თვითიზოლაციაში სწრაფ გადაყვანას, საყურადღებო შემთხვევების კოვიდსასტუმროში გადაყვანას, ხოლო მძიმე და კრიტიკული შემთხვევების ჰოსპიტალიზაციას. ამ მიზნით ბოლო 2 თვეში მოხდება ყველა შესაბამისი უწყების ჩართულობა და ტესტირების გაფართოება.

მეორე საკითხი, რომელზეც საბჭომ იმსჯელა, არის საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლის თემა.

„საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელ ნეგატიურ დოკუმენტს წარმოადგენენ, დაექვემდებარებიან 8-დღიან თვითიზოლაციას“, – აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.

მისივე თქმით, ტესტის პასუხის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მოქალაქეები კარანტინის ნაცვლად გადავლენ 12-დღიან თვითიზოლაციაში.

„მოქალაქეებს არ მოუწევთ საკარანტინო სასტუმროებში განთავსება. ვისაც არ ექნებათ თვითიზოლაციის საშუალება, სახელმწიფო უზრუნველყოფს კოვიდ სასტუმროებში მათ განათავსებს“, – განაცხადა სიჭინავამ.

შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფისთვის, – დასძინა სიჭინავამ.
მისივე თქმით, სამუშაო ჯგუფის მიზანია ქვეყანა მომზადებული შეხვდეს კორონავირუსის ვაქცინაციისს პროცესის დაწყებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები